Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ცხინვალის მთავრობა იკორთას, მონასტერის და თიღვას ეკლესიების დაცვას გეგმავს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტომ, ისტორიული ძეგლების დაცვის მიზნით, კანონპროექტი შეიმუშავა.

ამის შესახებ ცხინვალის მთავრობის ოფიციალურ საიტზე დე-ფაქტო მთავრობის კულტურის მინისტრის მადინა ოსტაევას ინტერვიუშია საუბარი.

მადინა ოსტაევას განცხადებით, სამინისტროს წარმომადგენლები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან საჯარო შეხვედრებს მართავს.

შეხვედრებზე საუბარი კულტურული ძეგლების დაცვას, თვითნებური მიშენებების აკრძალვას, ტერიტორიების დასუფთავებას ეხება.

,,ჩვენს ისტორიულ ძეგლებს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის (იუნესკოს) ნუსხაში შესვლის დიდი შანსი აქვს" - ამბობს მადინა ოსტაევა.

როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას ამ ძეგლების დაცვის კუთხით, ნორმატიული აქტები ჯერ მიღებული არა აქვს.

,,კანონპროექტი მომზადებულია და გადაგზავნილია პარლამენტში დასამტკიცებლად" - განმარტავს ოსტაევა.

ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სოფელ იკორთას ეკლესიის, სოფელ მონასტერთან არსებული სამონასტრო კომპლექსის და სოფელ თიღვას ეკლესიის დაცვის აუცილებლობაზე.

ეს მონასტრები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ ისტორიკოსების აზრით, მე-12 საუკუნით თარიღდება და, ძირითადად, თამარ მეფის ეპოქის დროინდელია.

იკორთას ეკლესია ქსნის ერისთავთა საძვალე ყოფილა. იკორთას ტაძარში დაკრძალულნი არიან 1659 წლის კახეთის აჯანყების მეთაურები ბიძინა ჩოლოყაშვილი, ელიზბარ და შალვა ერისთავები.

რაც შეეხება თიღვის ეკლესიას, მისი მშენებლობა დავით აღმაშენებლის ასულს, თამარს უკავშირდება. ერთერთ კედელზე აღმოჩენილ წარწერაზე მოხსენიებულია დავით აღმაშენებლის ასული თამარი, რომელსაც თავისი ქმრის, შირვანის მეფის, გარდაცვალების შემდეგ, ეს მონასტერი აუგია 1150-52 წწ და აქვე აღკვეცილა მონაზვნად. 



ფოტოებზე:

1 ფოტო - იკორთა
მე-2 ფოტო - თიღვის ეკლესია

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020