Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
კომპანიის ხელმძღვანელი ქვახვრელში სამუშაოების დასრულებას ,,გონივრულ ვადაში" აპირებს
კომპანია ,,არქიკულტურის" ხელმძღვანელი გოჩა გუნიავა, ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტის დასასრულებად, ვადის გადაწევას მეორედ ითხოვს.

ამის შესახებ მანს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა.

კომპანიის დირექტორი, სამუშაოების დაგვიანების მიზეზად, ყინვებსა და ზამთრის ცუდ პირობებს ასახელებს.

,,წელს რომ ყინვები იყო, ასეთი მანდ მგონი არავის ახსოვს. ერთი თვის განმავლობაში თვითონ გამგეობის შენობის წინ იდო ყინული" - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

ამჟამად, ,,არქიკულტურის" წარმომადგენელი  ,,გონივრულ ვადას" ითხოვს.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა იგულისხმება ,,გონივრულ ვადაში", ეს ამინდებზეა დამოკიდებულიო.

სოფელ ქვახვრელში თითქმის ყველა შიდა გზა გადათხრილია, მილები შემაერთებელ ჭებთან გადასაბმელია.

,,800 ცალამდე მრიცხველია დასამონტაჟებელი, რეზერვუარზე დასაერთებელია მილები , მინიმუმ 500 ორმოა ხელით გასათხრელი 2მ სიგრძის და 1მ სიღრმეზე (ყოველ სახლთან), ჭაბურღილებთან და საქლორატოროსთან მისაყვანია დენი. საყიდელი და დასამონტაჟებელია ტუმბოები, დასაბეტონებელია ჭაბურღილები, საქლორატორო ასაშენებელია, მინიმუმ 10 რ/ბ ჭა დასამონტაჟებელია, დოესი-გრაკლის არხის ქვეშ და ცენტრალური გორი-უფლისციხის გზის ქვეშ გასატარებლებია მილები. გზის გადათხრას ნებართვა სჭირდება, ქსელის მინიმუმ 10-15% ანუ დაახლოებით 2-3 კმ მოსამთავრებელია. პირვანდელ მდგომარეობამდეა მისაყვანი ყველა ქუჩა, რაც ტალახში შეუძლებელია, გასატანია ზედმეტი გრუნტი თითქმის ყველა უბნიდან. ყველაფერ ამას მინიმუმ 2 თვე სჭირდება." - აცხადებს შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატის თანამშრომელი გია სადაღაშვილი, რომელიც ამავე სოფლის მკვიდრია.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს აღნიშნული სამუშაოები 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა დაესრულებინა. ამისთვის მან, დაახლოებით, 850 000 ლარიანი ტენდერი მოიგო.

მის მიერ წარდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სოფელში სამუშაოები, 2016 წლის 24 ივნისიდან, 6 თვეში უნდა დამთავრებულიყო.

სოფელ ქვახვრელში აცხადებენ, რომ სამუშაოებზე ცოტა მუშა-ხელი იყო დასაქმებული, ასევე, არ ჰქონდათ საკმარისი ტექნიკა.

,,ეს არ არის მართალი. ჩვენ სამუშაოებზე არანაირი ეკონომია არ გაგვიწევია. ერთადერთი პრობლემა აგვისტოში შეგვექმნა, როდესაც შესყიდული მასალა უხარისხო აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, იმ პერიოდში, ამ მასალაზე დიდი მოთხოვნა იყო და დეფიციტი შეიქმნა." - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ქუჩაზე ორმოების გათხრა ხელახლა მოხდა, ამას კომპანიის ხელმძღვანელი მნიშვნელოვან ფაქტად არ თვლის.

,,რა თქმა უნდა, ამანაც გარკვეულ წილად შეაფერხა სამუშაოების მიმდინარეობდა, მაგრამ, დამერწმუნეთ, სამუშაოების დაგვიანება ნაადრევმა ყინვებმა გამოიწვია" - ირწმუნება გოჩა გუნიავა.

მის წერილს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა უახლოეს დღეებში განიხილავს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა მას ჯერ 20 იანვრამდე გადაუვადეს.  ხელშეკრულება კი, ძალაში 21 თებერვლამდეა.

კომპანიის ხელმძღვანელიც აღიარებს, რომ 21 თებერვლამდეც ვერ მოასწრებს დამთავრებას.

,,განცხადება შემოსულია ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელებაზე. ამჯერად, კომპანიის დირექტორი ითხოვს, რომ ამისთვის გონივრული ვადა მისცენ. შეიკრიბება კომისია და გადაწყვეტილებას გაცნობებთ" - გვითხრეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურში.

ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტთან დაკავშირებით 2016 წლის 26 დეკემბერს, ერთმანეთს შიდა ქართლის გუბერნატორი იოსებ ოქრომელიძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მოხდა. ოქრომელიძემ გამგებელს საზედამხედველო საქმიანობა დაუწუნა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება მოსთხოვა.

გაგებელი დავით ონიაშვილი ირწმუნებოდა, რომ სამუშაოები 90%-ითაა დასრულებული, თუმცა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებულ ვიდეორეპორტაჟში ადგილობრივი მოსახლეობა საპირისპიროს ამბობს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020