Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სახალხო დამცველი ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებების უხეშე დარღვევად აფასებს.

საქმე გიორგი გიუნაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხება, რომლითაც, საქართველოს მოქალაქეს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 1978 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს, რომელიც თავდაპირველად 2016 8 ივნისს, ე.წ „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ბრალი „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში“, კონკრეტულად კი ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“ აქტიური მონაწილეობის გამო დაუმძიმეს.

,,ეს სამწუხარო ფაქტი ადასტურებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ კვლავ გრძელდება უფლებების უხეში დარღვევა. ხდება მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და დაბრუნების უფლების შელახვა. " - აღნიშნულია სახალხო დამცველის გადაწყვეტილებაში.

სახალხო დამცველი აქტიურად იყო ჩართული პატიმართა გათავისუფლების პროცესში, რომელიც 2016 წლის მარტში თბილისის, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის შედეგად განხორციელდა და მხარს უჭერდა მხარეთა ისეთი მექანიზმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა ადგილობრივ მკვიდრთა უსაფრთხოებას. სამწუხაროა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ კვლავ გრძელდება დაკავებები და უგულვებელყოფილია ადგილობრივ მკვიდრთა უფლებები და საჭიროებები.

,,კონფლიქტით დაზარალებულ პირთათვის კიდევ უფრო მეტი ზიანის მიყენება უნდა დასრულდეს. სახალხო დამცველი მიმართავს სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას მიიღოს ქმედითი ზომები გიორგი გიუნაშვილის დარღვეული უფლებების აღსადგენად და გაათავისუფლოს იგი." - აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი ასევე მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. ამის, გარდა, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უნდა დააყენოს ინიციატივა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისუფლება აღკვეთილ მოქალაქეთა გათავისუფლების მიზნით.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020