Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
არტ-გალერეაში მარიამ შაქარაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
არტ გალერეა ვაკეში თბილისის სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტისა და ჩინეთის არტბანკის მხატვრის, მარიამ შაქარაშვილის მეოთხე პერსონალური გამოფენა "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" გაიხსნა.

მხატვარმა გამოფენის სახელწოდება ერიკ ემანუელ შმიდტის ნაწარმოებიდან აიღო, რომელიც ქვეცნობიერად მის ამ პერიოდის ფერწერას უკავშირდება.

უახლესი ერთი თვის მანძილზე შესრულებულ ნამუშევრებში, სწორედ, ვარდისფერი დომინირებს, რაც მხატვრისთვის ბავშვურობასა და სიმშვიდესთან ასოცირდება.

გამოფენა 22 თებერვლამდე გაგრძელდება.

თამთა შავგულიძე: (ხელოვნებათმცოდნე):

,,მარიამ შაქარაშვილის გამოფენა „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ ერთი შეხედვით ე.ე. შმიდტის ამავე სახელწოდების ნოველასთან მჭიდრო კავშირშია. თუმცა გამოფენა არ წარმოადგენს ნოველის ილუსტრაციას, მასში ფერმწერს ერთ-ერთი გმირის, ვარდისფერი ქალის არსი აქვს გახსნილი, რომელიც ქალის სახით მოსულ, უნივერსალურ სიყვარულს განასახიერებს, როგორც საკუთარი თავისადმი, ასევე სხვებისადმი გამოხატულს.

ფერმწერი თითქოს თავად შედის ვარსდისფერი ქალის როლში და მისი ხასიათის ასპექტებს იკვლევს. კვლევის პროცესში, მხატვრის მიერ წარმოჩენილი, მთავარი გმირის ქარაქტეროლოგიური მახასიათებლების გვერდით, აშკარად იკითხება ფერმწერის, როგორც ქალის, საავტორო ინტერპრეტაციები.

მარიამ შაქარაშვილს სერიის საფუძვლად, აღებული აქვს ვარდისფერი, რომელიც გამოფენის ერთ-ერთი მთავარი გმირია.

ვარდისფერს თანამედროვე სამყაროს ტექსტში, თავისი მყარი ადგილი აქვს მოპოვებული, როგორც სიმშვიდის, უნივერსალური სიყვარულის, სინაზის, ფემინურის სიმბოლოს. იგი ქალის ბუნებას ხსნის და მის მრავალშრიან, პატარა გოგონას ბავშვური ემოციებიდან ზრდასრულობაში შესული ქალის მოთამაშე ბუნებამდე არსებული ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სპექტრს ასახავს, მხატვარი ქალი ავტოპორტრეტების მეშვეობით ნელ-ნელა ხსნის საკუთარი გაღვიძებული, ხანდახან გამომწვევი, ხანდახან დაღლილი ქალურობის არსს.

შემთხვევითი არ არის, რომ სერიაში ქალის გამოსახულებაში, ყოველთვის მეზობლობენ ვარდისფერი და მის საპირწონედ, ემანსიპირებული ქალის ფიგურა.

ქალის კონოტაციებად, ფერწერულ სერიაში ჩნდებიან ტილოები, რომლებიც ქალის სივრცეს - სახლს, სახლისკენ და სახლიდან მიმავალ გზებს, ქალისა და მის მიერ მოშინაურებული გარემოს განუყრელ ნაწილს, ბავშვს წარმოგვიჩენენ.

ბავშვი სერიაში ფიგურატიულად არსად ჩნდება, მაგრამ მის აღმნიშვნელად სერიის ორი ტილო გვევლინება.

ერთი ბავშვის წერილიდან ნაწყვეტს წარმოადგენს, მეორე კი, ასევე ბავშვური ხელით დაწერილი, ტილოზე თითქოს მიმოფანტული სიტყვებია, რომლებიც თამაშ-თამაშით და შეუმჩნევლად, საკუთარი სიმბოლური დატვირთვით, ერთი დიდი ნარატივის ნაწილია.

მარიამის შექმნილი სამყარო მიუხედავად შემაშფოთებელი ჩანართებისა, ცდილობს ჰარმონიული იყოს, ბავშვის წერილიც და ზეცისკენ გაშვებული საჰაერო ბურთებიც, გვიდასტურებენ, რომ გამოფენის გმირებს მათი ოცნებებისა და დარდების გამზიარებელი ჯერ კიდევ ეგულებათ."

გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს (PHOTO)

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020