Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
архив
|
ახალი ამბები
ხურვალეთელი და წინაგარელი შვილიშვილების ბებია
63-წლის ნანული თავგაზაშვილი სოფელ
ხურვალეთში ცხოვრობს.
ორი შვილი გამყოფი ხაზის მეორე მხარეს, წინაგარაში ჰყავს გათხოვილი. შვილიშვილები ცხინვალში ცხოვრობენ და სწავლობენ.
მას გაუმართლა, რადგან არდადეგების დროს შვილიშვილები ახალგორის გავლით სოფელში ჩადიან და ბებიას სტუმრობენ ხოლმე.
წინაგარა ახალგორის რაიონს ეკუთვნის და ის, ამჟამად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებაშია.
,,მე, 2008 წლის შემდეგ, აღარც კი ვყოფილვარ წინაგარაში. ბოლო ომამდე მივდიოდი ხოლმე. იქ ჩემი კლასელიცაა გათხოვილი. მასაც ვესტუმრებოდი ხოლმე" - ამბობს ქალბატონი ნანული.
სოფელში ვაჟი ცხოვრობს და თბილისში მუშაობს. მისი შვილები მამიდაშვილებს კარგად იცნობენ.
,,საბედნიეროდ, ახალგორის რაიონიდან გადმოსვლა შეუძლიათ. ჩვენ სოფელში ბევრს ჰყავს ნათესავები მეორე მხარეს. თუკი ვინმეს დავინახავ იქიდან სტუმრად ჩამოსულს, ჩემთან ვეპატიჟები. ეს ძალიან დიდი სიხარულია" - ამბობს ნანული თავგაზაშვილი.
ხურვალეთსა და წინაგარას ერთმანეთთან სულ რაღაც 2-3 კმ აშორებს.

ნანული თავგაზაშვილი წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდანაა.
დაოჯახების დროს, 90-იან წლებში, მეუღლესთან ერთად, რუსეთის ფედერაციაში წავიდა საცხოვრებლად. სოფელში დაბრუნება 2000 წელს შეძლეს.
,,უფროსი გოგო უკვე მერვე კლასში იყო. ჩემი ბავშვები მოსკოვის სკოლაში დამყავდა სასწავლებლად. აქ რომ ჩამოვედით, ქართული ენა თითქმის უჭირდათ. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ წინაგარას საშუალო სკოლაში მიეღოთ განათლება." - იხსენებს ნანული თავგაზაშვილი.
სწორედ, წინაგარაში სწავლისას გაიცნეს გოგონებმა მომავალი ოჯახის წევრები. ,,უფროსი გოგო მეცხრე კლასიდანვე გაიპარა და გათხოვდა, მეორე გოგოც იქაურმა ბიჭმა შეიყვარა და წაიყვანა ცოლად. აქ რომ ჩამოდიან შვილიშვილები, ჩემ სიხარულს საზღვარი არა აქვს" - გვითხრა ქალბატონმა ნანულიმ.
საუბრის დროს ერთ-ერთ შვილთან დარეკა. ხმოვანი სიგნალი მაღალ ხმაზე ჩართო. ,,პატარა როგორ არის?" - გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებმა შვილმა ჰკითხა დედას ძმის შვილის თაობაზე: ,,მაგას ვენაცვალე, როგორ მომენატრა"

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани