Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ქიმიური და ბიოლოგიური ნარჩენები გორთან მდინარე მტკვარში (PHOTO)
ქალაქ გორთან ახლოს მდინარე მტკვარზე ქიმიური და ბიოლოგიური ნარჩენები დაგროვდა.

ამის ამსახველ ფოტოებს ადგილობრივი მცხოვრები ტატო გემიაშვილი ავრცელებს.

კომბინატის დასახლებაში, რკინიგზის ხიდთან, მდინარემ, პლასტმასის ბოთლებთან ერთად, ნაპირზე შინაური ცხოველებიც გამორიყა.

ჯერ კიდევ, 2015 წელს, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტი მიიღეს, რომელიც ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიასა (2016-2030) და სამოქმედო გეგმას (2016 – 2020) ითვალისწინებს.

ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წყლის დაბინძურების ძირითადი პრობლემები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, სამრეწველო ობიექტებიდან და სასოფლო-სამეურნეო ჩამდინარე წყლებით არის გამოწვეული.

ეს კი, როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა და სარწყავი წყლების დაბინძურებას იწვევს.

ზოგიერთი ნაგავსაყრელი განთავსებულია მდინარის ნაპირას ან მდინარის გასწვრივ მდებარე ხეობებში, რითაც იქმნება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების საფრთხე.

დაბინძურების ყველაზე დიდ წყაროს მუნიციპალური ჩამდინარე წყლები წარმოადგენს, რომელიც აბინძურებს დიდ ქალაქებთან გამდინარე მდინარეებს მათი დინების მიმართულების გასწვრივ ორგანული ნივთიერებებით, შეწონილი ნაწილაკებით, დეტერგენტებითა და სხვა ნივთიერებებით, ასევე ზედაპირულ წყლები ბინძურდება - მძიმე ლითონებით, ნავთობპრიდუქტებით და სხვა სახიფათო ნივთიერებებით კონკრეტულ ადგილებში.

წყლის დაბინძურება პირდაპირ უკავშირდება ადამიანის აქტივობებს.

აქედან გამომდინარე, ანგარიშის ავტორები ხელისუფლებას, რომელმაც ეს სფერო ,,ნარჩენების მართვის კომპანიას" გადააბარა, შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს:

- უკანონო ნაგავსაყრელების აკრძალვა და უკანონო ნაგავსაყრელების მოწყობის შემთხვევების მარეგულირებელი წესების შემუშავება, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო რეგიონებში;

- ნარჩენების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო გეგმების შემუშავება და განხორციელება;

- ნაგავსაყრელების მიერ ნიადაგის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების პრევენციის ღონისძიებების შემუშავება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენებით ვალდებულების განსაზღვრის გზით;

- მუნიციპალიტეტების მიერ მუნიციპალური ნარჩენების ეფექტურად მართვის სათანადო სისტემების დანერგვა, მუნიციპალიტეტებში არსებული ფინანსური და ადამიანური შესაძლებლობების კუთხით;

- ნარჩენებთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციისა და თავიდან არიდების ღონისძიებებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საქმიანობებში შრომის უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინება;

- საწარმოო ნარჩენების თავმოყრის ძველი ადგილებისა და პესტიციდების ძველი საწყობების გაუქმების ღონისძიებების გათვალისწინება და ა.შ.

ანგარიში მომზადდა EaP Green პროგრამის ფარგლებში UNECE-ის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.









Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020