Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სახალხო დამცველის აზრით, გასაუმჯობესებელია სამხედრო ფეხსაცმლის ხარისხი
2017 წლის 11 აპრილს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიში განიხილეს.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2016 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოკვეთილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ისაუბრა, მოკლედ მიმოიხილა საპარლამენტო ანგარიშის თემატიკა.

სახალხო დამცველი, ანგარიშის მოსმენისა და რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცედურების საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებას, მიესალმება.

თუმცა, გამართლებულად არ მიაჩნია პარლამენტის დადგენილებაში რეკომენდაციების სახეცვლილი ფორმით ასახვა, ვინაიდან, შესაძლოა პარლამენტის დადგენილებაში არ მოხვდეს საქართველოს მთავრობისათვის ყველაზე კრიტიკული, ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისათვის აუცილებელი რეკომენდაციები, რაც თავის მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლს შეასუსტებს.

,,ამიტომ სასურველია, საქართველოს პარლამენტმა იმ სახით ასახოს რეკომენდაციები სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ მიღებულ დადგენილებაში, როგორც თავად ანგარიშშია წარმოდგენილი, მითუმეტეს, რომ არაერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია." - აღნიშნავს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

თავდაცვის სამინისტროსადმი გაგზავნილ რეკომენდაციაში მან შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზე და  ლოჯისტიკის საკითხის დროული მოგვარებაზე მიუთითა.

ეს ხარვეზები, მისი აზრით, საგრძნობლად აფერხებს სამხედრო ბაზებზე ჰიგიენის დაცვას. გასაუმჯობესებელია სამხედრო ფეხსაცმლის ხარისხი.

სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს – თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ დროულად და ეფექტურად წარიმართოს 2015–2016 წლებში ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამოძიების საქმემ.

გასული წლების მსგავსად, არც საანგარიშო პერიოდში შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, სამხედრო მოსამსახურეებისათვის საჭიროების შემთხვევაში, ბინის სარგებლობაში გადაცემა მოხდეს კომისიის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის მიმართვის საფუძველზე და არ იყოს დამოკიდებული გენერალური შტაბის უფროსის რეკომენდაციაზე.

ასევე არ შესრულდა რეკომენდაცია პროფესიული სამხედროების ხელშეკრულებებში გაუქმებულიყო პირობა პირგასამტეხლო ჯარიმების შესახებ და მეტი აქცენტი გაკეთებულიყო სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებასა და სამხედრო ფასეულობებზე, რათა სამხედრო სამსახურში დარჩენა არ ყოფილიყო დაკავშირებული ფინანსურ სანქციებთან, არამედ პირად სურვილთან.

შესასწავლია სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს კვალიფიციური სამედიცინო შემოწმების საკითხი; არასათანადო მოპყრობა სამხედრო ნაწილებში, მათ შორის კოლექტიური დასჯის შემთხვევები.

სახალხო დამცველი ითხოვს უზრუნველყოფილ იქნას თარჯიმნის პერიოდულად მიყვანა სამხედრო ნაწილებში, რათა ქართული ენის არმცოდნე სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცეთ სურვილის შემთხვევაში კონფიდენციალურად გაესაუბრონ ზემდგომებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020