Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მაღაროელთა დაღუპვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სპეციალური განცხადება
2017 წლის 9 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 400 მეტრის სიმაღლიდან ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი 4 მაღაროელი გარდაიცვალა.

ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

მინდელის მაღაროში მომხდარი ფაქტი და ქვეყანაში არსებული საგანგაშო სტატისტიკა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს, რომელზედაც საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო 4 წლის განმავლობაში აქტიურად მიუთითებს.

სახალხო დამცველი პარლამენტს და მთავრობას წლებია მოუწოდებს მიიღოს უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები და შექმნას მათი შესრულების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე დაღუპვისა და დაზიანების თითოეულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, ვინც წლებია ეწინააღმდეგება შრომის ინსპექციის შექმნას.

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მაღაროელთა გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

შექმნას შესაბამისი ნორმატიული ბაზა და შრომის უსაფრთხოებისთვის საჭირო რეგულაციების შესრულებაზე ზედამხედველი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც აღჭურვილი იქნება შესასრულებლად სავალდებულო მითითებების გაცემისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების უფლებამოსილებით.

შრომის უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების გარეშე შექმნილი დღეს მოქმედი სამსახური, რომელსაც არ გააჩნია იძულებითი ღონისძიების არავითარი მექანიზმი, არის თვალის ასახვევად შექმნილი ფსევდო სისტემა და არ ქმნის შრომის უსაფრთხოების დასაცავად საჭირო რეალურ გარანტიებს.

სამუშაო ადგილზე დასახიჩრებულთა და დაღუპულთა რიცხვი ყოველწიურად მატულობს.

2016 წელს გარდაიცვალა 58 და დაშავდა 84 ადამიანი. მდგომარეობის გაუარესებას ხელს უწყობს ქვეყანაში შრომის ინსპექციის ეფექტური მექანიზმის არარსებობა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020