Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ანატოლი ბიბილოვი ჟენევის დისკუსიის ფორმატიდან ტერმინ ,,ოკუპაციის" ამოღებას ითხოვს
ცხინვალის მთავრობა აღიარებს, რომ ჟენევის დისკუსიის ფორმატს, საქართველოსა და დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის ურთიერთობაში, შუამავლის როლი უკავია.

ამის შესახებ დე-ფაქტო მთავრობის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დღეს, მათთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ჟენევის დისკუსიის მონაწილეები ევროპიდან ცხინვალში დღეს, სამშაბათს ჩავიდნენ.

,,სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მშვიდობიანი ცხოვრება სურს. მათ განიცადეს გენოციდი. ჩვენ გვსურს, რომ ამაზე გაამახვილოთ ყურადღება. ვიცით, თქვენი პასუხისმგებლობისა და ინტერესის შესახებ მშვიდობიანი კავკასიის დამკვიდრებაში. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს თქვენი მთავარი პოზიცია, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს" - განაცხადა ბიბილოვმა.

ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჟენევის ფორმატი საერთაშორისო ფორუმზე ერთადერთ პლატფორმას წარმოადგენს, სადაც ცხინვალის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება აქვთ.

ბიბილოვისთვის სამწუხაროა, რომ დღემდე ამაოდ ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

,,ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამხრეთ ოსეთი არ იწოდებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიად, ხოლო მოლაპარაკებები ,,ოკუპაციისა და ოკუპანტის" ფორმატიდან გადავიდეს სამეზობლო პოლიტიკაზე" - განაცხადა ბიბილოვმა.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზაბელმა განაცხადა, რომ ადვილი არაა ყოველთვის საერთო წერტილის მოძებნა.

,,მაგრამ, ჩვენ პატივს ვცემთ ყველას პოზიციას და ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობისა და განსაკუთრებით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემები მოგვარდეს. ეს არის ჩვენი მისიის უმნიშვნელოვანესი როლი. ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების საკითებზე, ვსაუბრობთ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომლის სამართლებრივი დოკუმენტი, იმედი გვაქვს, მალე იქნება მიღებული." - განაცხადა მან.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020