Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
архив
|
ახალი ამბები
სასიკვდილო განაჩენის ადგილი გორის გვირაბთან - დეპუტატის შვილის ავარიის საქმეს პროკურატურა იძიებს (PHOTO)
2017 წლის 17 მაისს, დილის საათებში, გამთენიისას პატრულის დევნის
დროს, 21-წლის ბექა ხახუბია დაიღუპა.
მისი ავტომანქანა გორის გვირაბთან ტრაილერს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილი ადგილზევე დაიღუპა.
ავტომანქანა კი, მთლიანად დამტვრეულია.
ადგილი, სადაც 17 მაისის გამთენიისას ,,ბეემვეს" მარკის ავტომანქანა ტრაილერს შეეჯახა, გორის გვირაბთან მდებარეობს.
ფოტოს მიხედვით, შეჯახება მარჯვენა ზოლში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმენდილია, ადგილზე მანქანის დამტვრეული მცირე ნაწილები მაინც ყრია.
შორიახლოს დამუხრუჭების მცირე კვალიც ჩანს, თუმცა, არა შეჯახების წერტილში.
დაახვედრეს თუ დახვდა სატვირთო მანქანა, ამას, ამჟამად, პროკურატურა იძიებს. საქმე შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო ორგანოდან ზედამხედველმა პროკურატურამ გაითხოვა. პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება სსსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიება იმ ფაქტს ეხება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სხვა დეტალებს პროკურატურა არ ახმაურებს.

გვირაბთან დამონტაჟებულია ორი ვიდეო-თვალი.
ერთი ვიდეოთვალი, უშუალოდ, გვირაბის წინ, ხოლო მეორე - სმარტის სუპერმარკის სიახლოვეს.
პირველი ვიდეოკამერის ხედვა გვირაბიდან გამომავალი მანქანებისკენაა მიმართული. ის კომპანია ,,ერედვის" საკუთრებაა. აღნიშნულ ორგანიზაციას გვირაბის მოვლა-პატრონობა ევალება.
,,იყვნენ მოსულები პოლიციიდან და თუ არ ვცდები, წაიღეს მასალები. იყო თუ არა ჩართული იმ მომენტში, ამას ვერ გეტყვით. საერთოდაც, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ მანქანა ტრაილერს შეეჯახა, აგერ ქვემოთ, წითელი მარშუტკა რომ დგას, იქ" - გვითხრეს მათ.
რაც შეეხება მეორე ვიდეოთვალს, მას ორი კამერა უყენია. ერთი მიმართულია თბილისის (აღმოსავლეთის მიმართულებით), ხოლო მეორე - სამხრეთით.
დასავლეთის მიმართულებით მას კადრების დაფიქსირება არ შეუძლია. წესით ის, სწორედ, გვირაბის მიმართულებით უნდა ყოფილიყო დაყენებული, თუმცა, ამჟამად, სამხრეთითაა მიტრიალებული.

თითქმის მთლიანად დამტვრეული ,,ბეემვეს" მარკის ავტომანქანა გორის ავტოსადგომზე შეიყვანეს.
კერძო მესაკუთრეები გამომძიებლის გარეშე ინფორმაცია არ გასცემენს.
ფოტო კერძო ობიექტის გარეპერიმეტრიდანაა გადაღებული
არის თუ ეს ის მანქანა, რომლითაც გუშინ ფოთის მაჟრიტარი დეპუტატის შვილი მოჰყვა ავარიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური კომენტარს არ აკეთებს.
შს სამინისტროს გამომძიებელს ფოტოც გავუგზავნეთ, თუმცა, გამომძიებელი ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებლობას ,,გორისიტს" აკისრებს.
,,ბეემვეს" მარკის სხვა ჯიპი აღნიშნულ ტერიტორიაზე არ აყენია.

რეფორმების ცენტრის წარმომადგენელი ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ ავარია საპატრულო პოლიციის უკანონო ქმედებამ გამოიწვია.
მისი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალ მანქანას წინ ტრაილერი სპეციალურად დაუყენეს.
ზვიად კუპრავა წერს:
,,ბექა ხახუბია ა|მანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც მას დაახლოებით გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. რომელმაც, მძღოლს ა|მანქანის გაჩერება მოსთხოვა.
ბექა ხახუბია, ვინაიდან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშით, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას და დასხლტომის მიზნით, გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით.
ხაშურთან, ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა ა|მანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო.
ამ დროს, გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო ა|მანქანა და მოახდინეს გორის გვირაბის გასასვლელის ჩახერგვა.
დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. სამწუხაროდ,საპატრულო პოლიციის უკენონო ქმედების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა." - ციტატის დასასრული.
ზვიად კუპრავა აღნიშნავს, რომ პოლიციელებს ,,ზღარბი პოლიციელებით" უნდა მოეხდინათ ურჩი მძღოლის შეჩერება.
,,საპატრულო პოლიცია თანხის დაზოგვის მიზნით არ არის აღჭურვილი ,,ზღარბი პოლიციელებით", რომელიც უსაფრთხოდ და უვნებლად, საბურავების ჩაფუშვის ხარჯზე შეიძლება ა|მანქანის გაჩერება და დამრღვევ ა|მანქანებს, სრულიად უკანონოდ და აქამდე უპრეცედენტოდ, ტრაილერებით უკეტავენ გზას." - აღნიშნავს იგი.
მისი ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიციის არასწორი დევნის შედეგად იღუპებიან ადამიანები. ზვიად კუპრავა ყოფილი პოლიციელია.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გორის გვირაბთან კიდევ ერთი ნაავარიები ადგილი გადაიღო. გაზონის კედელთან შეჯახების კვალი და იქვე დაღვრილი, სავარაუდოდ, საპოხი მასალები მიანიშნებს იმაზე, რომ ავარია ახლო წარსულშია მომხდარი.

შემთხვევის
ადგილი

ვიდეოკამერები

ავტომანქანა

21-წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე
საპატრულო პოლიციას ადანაშაულებენ

კიდევ ერთი უცნაური შემთხვევა
გვირაბთან
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გორის გვირაბთან კიდევ ერთი ნაავარიები ადგილი გადაიღო. გაზონის კედელთან შეჯახების კვალი და იქვე დაღვრილი, სავარაუდოდ, საპოხი მასალები მიანიშნებს იმაზე, რომ ავარია ახლო წარსულშია მომხდარი.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани