Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
14 ივნისი შშმ პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღეა
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნება.

ამის თაობაზე სახალხო დამცველის აპრატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენის განმარტებით,  ყოველწლიურად, ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით, პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბარი მაინც საჭირო ხდება.

,,მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ნაბიჯებისა, სახელმწიფო კვლავაც ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზებას და მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას." - აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

ქვეყანაში მნიშნელოვანი პრობლემები არსებობს როგორც სფეროს საკანონმდებლო მოწესრიგების, ასევე არსებული რეგულაციების აღსრულების მიმართულებით.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის ძალაში შესვლიდან 3 წლის თავზე კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს კონვენციის იმპლემენტაციის ქმედითი მექანიზმის შექმნა, რაც აბრკოლებს განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებულ და ეფექტურ საქმიანობას. დღის წესრიგში დგას კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხიც.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტთან, საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი სერვისებითა და პროგრამებით უზრუნველყოფა, გარემოს, ინფორმაციის, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის მხარდაჭერა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაუყოვნებელ მოგვარებას საჭიროებს.

პრობლემების სათავეს წარმოადგენს სოციალური მოდელის დანერგვის პროცესის შეფერხება და საჭირო სტატისტიკის არ არსებობა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება კვლავ ინდივიდის სამედიცინო დიაგნოზს ეფუძნება.

ამასთან, არ ხდება ამ პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოება და ანალიზი, რაც უზრუნველყოფდა კონვენციის ეფექტური იმპლემენტაციისთვის აუცილებელი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე, პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისას საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებას.

ბოლო პერიოდში კვლავ გამოვლინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში.

სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის/დისკრიმინაციის ხელშეწყობის არაერთი ფაქტი დაადგინა.

აღნიშნული ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ექვემდებარებიან გაუმართლებელ, განსხვავებულ მოპყრობას, რაც, უმეტეს შემთხვევაში, მათ ღირსებას ლახავს.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, მეტი ძალისხმევა მიმართოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ შესახებ გაეროს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ, გააძლიეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პროგრესულად რეალიზებისკენ მიმართული პოზიტიური ღონისძიებები და ხელი შუწყოს მათ დამოუკიდებლობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადეკვატურ ჩართულობას.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020