Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ხურვალეთელი ხუროთმოძღვარი (VIDEO)
ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ამჟამად, 83-წლისაა და სოფელ ხურვალეთში ცხოვრობს.

მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლების დამთავრების შემდეგ ქვის ოსტატი გახდა.

ახალგაზრდა ხელოვანი ჯერ ჭიათურაში გააგზავნეს, სადაც სანატორიუმის კედლები მოაპირკეთებინეს.

შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ მაშინდელი მთავრობის სახლის თაღი ჩააბარა.

,,ამ ხელებითაა გაკეთებული ის თაღი, ჩუქურთმები, გლობუსი, წიგნის ფურცლები" - ამბობს ნიკოლოზ (კოლია) პეტრიაშვილი.



სიბერეში ხუროთმოძღვარი საკუთარი სახლის დაზიანებულ კედლებს ყოველდღე უყურებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი ხანია აღარ აძლევს ფეხზე წამოდგომის უფლებას. 

,,ჩვენ, ძირითადად, გორში ვცხოვრობდით" - იხსენებს მაყვალა კაბულაშვილი, მისი მეუღლე - ,,ჩემი დედამთილი ავად რომ გახდა, მას შემდეგ აქ ჩამოვედით. 43 წელიწადია ერთად ვართ" - აცხადებს მაყვალა კაბულაშვილი.

კოლია პეტრიაშვილი ამბობს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ქალებისგან განებივრებული ხელოვანი იყო.

,,ძალიან ბევრი გოგო მყვარობდა. მეც მიყვარდა გართობა, მაგრამ მაყვალას შემდეგ, სხვა ქალისთვის არც გამიხედავს. ესეც ძალიან ლამაზი გოგო იყო. გორიდან მოვდიოდი და ავტობუსის გაჩერებაზე იდგა. ფეხი კედელს ჰქონდა მიყუდებული. გავუჩერე მანქანა და მითხრა, მეჯვრისხევში ხომ არ მიდიხარო? კი-მეთქი. ჩავსვი მანქანაში და წამოვიყვანე ჩემი სოფლისკენ. იმ წუთში ატეხა ყვირილი და იძულებული გავხვდი, დამებრუნებინა თავის სოფელში. მერე ორი თვე ვდიე, მაგრამ მის შემდეგ სხვა ქალისთვის არ გამიხედავს" - იხსენებს კოლია პეტრიაშვილი.

,,როცა ამბობენ, რომ სიბერეში სიყვარული ქრებაო, ტყუილია. პირიქით, მგონი ახლა უფრო მიყვარს ჩემი მეუღლე. ღამე რამდენჯერმე ვიღვიძებ რომ დავათვალიერო" - ამბობს მაყვალა კაბულაშვილი.



მაყვალა კაბულაშვილი სახლში საკუთარ დასაც უვლის, რომელსაც, ასევე, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ამჟამად, სოციალურად დაუცველი და პენსიონერთა ოჯახი განვლილ, ბედნიერი ცხოვრების ეპიზოდებს შემორჩენილ უამრავ ფოტოთი იხსენებენ.





ავტორები: თათია გოლოშვილი, ირმა კიტრიაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020