Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორში სტუდენტებისთვის მედია მანიპულაციის საკითხებზე ლექცია ტარდება
20 ივნისს, გორის უნივერსიტეტში, ონლაინ მედია მანიპულაციებისა და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე, ლექციას ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) ატარებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციიდან აცნობეს.

IWPR-ის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრა, საქართველოში ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) პარტნიორობით, სტუდენტებისთვის ტარდება.

ლექციას საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი ნათია კუპრაშვილი და IWPR-ის რედაქტორი, ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების ტრენერი გიორგი ლუპატაძე გაუძღვებიან.

,,ინფორმაციის ძირითად ნაკადში დეზინფორმაციის უზარმაზარი წილის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ჟურნალისტებმა შეძლონ ძირითადი ტენდენციების, ცუდი აქტორებისა და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება, რათა თავი დაიცვან დეზინფორმაციის მიღებისგან და ასევე მისი რეპროდუქციისაგან, იმისთვის რომ შეამცირონ რადიკალიზაციისა და სოციალური კონფლიქტების ალბათობა." - აცხადებენ ორგანიზატორები.

ლექციის შედეგად სტუდენტები გაიგებენ, თუ როგორ მუშაობენ მედია მანიპულატორები, რა საფრთხეს უქმნიან ისინი საზოგადოებრივ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე გაეცნობიან ციფრული უსაფრთხოების საფუძვლებს.

,,ციფრული კომუნიკაციისას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს პირადი ინფორმაციისა და მონაცემების, ასევე მათი წყაროების დაცვას. გამოუცდელი ჟურნალისტები ხშირად აყენებენ საკუთარ თავს არასაჭირო რისკებისა და წნეხის ქვეშ, რადგან გაუაზრებლად ტოვებენ ასობით ციფრულ კვალს. პირადი ინფორმაციის დაცვის გარეშე შეუძლებელია ეთიკურმა ჟურნალისტმა თავისი პროფესიული მისია სრულფასოვნად შეასრულოს." - აღნიშნულია განცხადებაში.

ლექცია ჩატარდება 2017 წლის 20 ივნისს 12 საათზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისამართზე: ი.ჭავჭავაძის ქუჩა #53, გორი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ნინო გერზმავას, This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ; (+995) 551 070625


ქვემოთ, ფოტოზე იხილეთ მედია მანიპულაციის კლასიკური მაგალითი



ღონისძიება ტარდება პროექტის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2017 ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

IWPR–ის შესახებ| ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც კონფლიქტურ და კრიზისულ რეგიონებში მუშაობს მედიის განვითარებისა და თავისუფალი სიტყვის ხელშეწყობისათვის. IWPR-ი პროექტებს მსოფლიოს 30 ქვეყანაში ახორციელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020