Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
2 ივლისს გორში 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი ჩაშლას გადარჩა
სტადიონის ელექტრო გენერატორმა 2 ივლისის მატჩზე გამართულად მუშაობა
ვერ უზრუნველყო, რაც მატჩის ჩატარების პროცესშივე გამოვლინდა და
ჩემპიონატის ჩაშლის საშიშროება შეიქმნა.
ამ შინაარსის განცხადება გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ შიოშვილმა მთავრობის შესაბამის უწყებებს გაუგზავნა და ახალი გენერატორის შესყიდვა მოითხოვა.
გუშინ, 5 ივლისს, ფორსმაჟორულ ვითარებაში, კომპანია ,,ბურჯისგან" 165 000 ლარის ღირებულების ახალი გენერატორი შეიძინეს. თანხის ნაწილს, 164 000 ლარს მერია 2018 წლის ბიუჯეტიდან გადაიხდიან. 1000 ლარს კი, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დაფარავენ
,,ფაზები არასწორად ყოფილა განაწილებული." - გვითხრა ეკონომიკის სამსახურის უფროსმა აკაკი ხუფენიამ - ,,მაგალითად, როგორც შემდეგ შევისწავლე, ერთ ფაზაზე მიერთებული იყო რამდენიმე განათების ბოძი. სულ ოთხი განათების ბოძია. გუშინ საღამოს დავამონტაჟეთ ახალი გენერატორი, ფაზებიც თანაბრად გადავანაწილეთ და პრობლემა აღარ შექმნილა" - აცხადებს ხუფენია.
როგორც ირკვევა, სტადიონზე ძაბვა დაახლოებით 7-8 წუთი დაეცა. ამის შესახებ მაყურებელმა და ფეხბურთელებმა ვერ შეიტყვეს, რადგან პრობლემა დღის საათებში დადგა.
გორის მერია ოფიციალურად იწერება, რომ 2 ივლისის მატჩი ჩაშლის პირას იმყოფებოდა, რაც ,,გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა სახელმწიფო ინტერესებს, რომლის მიზანიც არის თამაშების მაღალ დონეზე ჩატარება." - აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში.
აკაკი ხუფენია ამბობს, რომ ამჟამად ფრანგული წარმოების გენერატორი მიიტანეს. თურქული წარმოების გენერატორი კი, სათადარიგოდ დაიტოვეს.
,,ზოგადად, თურქული გენერატორი არაა სანდო. მისი გამძლეობა ნახევარი-ნახევარზეა. ფაზებმა, მართალია, ზედმეტი დატვირთვა მიიღეს, თუმცა ძლიერ გენერატორს შეუძლია პრობლემის თავიდან აცილება" - განმარტავს ეკონომიკური სამსახურის უფროსი.
თურქული წარმოების გენერატორი ახალი შეძენილია. სისტემა 2017 წლის ივნისში იმ დროს დამონტაჟდა, როდესაც სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო და საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა, დაახლოებით, 1 მლნ 200 000 ლარი სრულად დაიხარჯა.
ევროპის 19-წლამდელ ფეხბურთელთა ჩემპიონატი 2 ივლისს 20:00 საათზე გორის სტადიონზე გაიხსნა. ჩემპიონატის ფარგლებში ,,თენგიზ ბურჯანაძის სახელობის" მოედანი დღეს 6 ივნისს, ხოლო 8 და 9 ივლისისთვის, ,,ა" და ,,ბ" ჯგუფის 4 შეხვედრას მასპინძლობს.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани