Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
შიდა ქართლში 45 ინჟინერ-ზედამხედველი ჩამოდის
2017, 2018 და 2019 წლებში გორის, ქარელის, კაპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების გამგეობებს სპეციალური, 45-კაციანი ჯგუფი გააკონტროლებს.

საზედამხედველო კომპანიისა და მისი წარმომადგენლების დაქირავების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა, ჯერ კიდევ, ერთი თვის წინ ,,ლაივსტრიმის" მიმდინარეობისას განუცხადა.

დღეს, ცნობილი ხდება, რომ 45 სპეციალისტი, ინჟინრები და გეოლოგები ოთხივე რაიონში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და მის ხარისხს გააკონტროლებენ. 3-წლის განმავლობაში ინჟინრები გამგეობების მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საპროექტო საქმიანობიდანვე მიაქცევენ ყურადღებას.

კომპანია, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთის ფონდებიდან 2017-2018-2019 წლებში კასპის მუნიციპალიტეტში, ქ. გორის მუნიციპალიტეტში, გორის მუნიციპალიტეტში ქარელის მუნიციპალიტეტში და ხაშურის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი (50 000 ლარზე მეტი ღირებულების) პროექტების, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურეობას გასწევს, 31 ივლისიდან 10 დღის განმავლობაში გაირკვევა.

მერიაში არ გამორციხავენ, რომ კომპანია საზღვარგარეთიდან იყოს წარმოდგენილი.

ჯამურად, სამი წლის განმავლობაში, ოთხივე მუნიციპალიტეტში 76 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

აქედან, საზედამხედველო კომპანია, რომელსაც ქვეკონტრაქტორების აყვანის უფლება ეძლევა, თითო პროექტზე დახარჯული თანხის 5,5%-ს მიიღებს, მაქსიმუმ 4 მლნ 210 000 ლარს.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, კომპანიის წარმომადგენლობით ორგანოს რეგიონში ეყოლება შემდეგი სპეციალისტები:

ათი ინჟინერი გზებისა და ავტომაგისტრალების მშენებლობაში; ათი ინჟინერი სამრეწველო და სამოქალაქო შენებლობაში; ათი ინჟინერი წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში; ათი ინჟინერი გათბობა-ვენტილაცია-კონდეცირების სფეროში; ხუთი ელექტო ინჟინერი; ხუთი გეოლოგი.

საზედამხედველო კომპანია აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ და უნდა აკმაყოფილებდნენ შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალების პირობებს.

ქვემოთ იხ. თითოეული მუნიციპალიტეტის გამგებლებისა და მათი სამსახურების ხელმძღვანელების მიერ წარმოებული მიმოწერის ასლები:
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020