Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ახალგაზრდა ოჯახი გამყოფ ხაზთან სახლს იშენებს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ თამარაშენში ცირა კაჟაშვილის 9-სულიანი ოჯახი სოფლის განაპირას ცხოვრობს. მისმა უფროსმა შვილმა, რომელიც დაოჯახებულია, ახალი სახლის აშენება იქვე, სოფლის განაპირას გადაწყვიტა.

ახალ წლამდე ამ სახლში ახალი ოჯახი დაიდებს ბინას. სახლის განაპირას მხოლოდ მიწის ნაკვეთები და ყანებია, სადაც ე.წ. მცოცავი ოკუპაცია ხორციელდება.

ცირა კაჟაშვილის მეორე ვაჟი კი, ახალი დაქორწინებულია, ისიც შვილს ელოდება. ,,ჩემ დიდ ბიჭს სამი შვილი ჰყავს, მეორე ახალი დაქორწინებულია და ელოდება ისიც შვილს. ასე რომ გაყოფა აუცილებელი იყო. გადავწყვიტეთ, აქვე, ახლოს აგვეშენებინა მეორე სახლი" - ამბობს ცირა კაჟაშვილი.

ოჯახის უფროსმა მშობლიური სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც კი, არ მიატოვა. ,,ჩვენი სახლიდან ოსურ სოფელ იონჩამდე სულ რაღაც კილომეტნახევარია. მწვანე ბანერი იონჩამდე დგას. მართალია, 3 კვირის წინ საზღვრის გადმოწევა დაიწყეს, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მაინც ვერაფერს შევცვლით.“ - ამბობს ცირა კაჟაშვილი. ძველი და ახალი სახლი ერთმანეთის გვერდითაა. 9-სულიანი ოჯახის წევრებიც ერთმანეთთან ახლოს იქნებიან.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გამყოფი ხაზის მიმდენარე სოფლებიდან ახალგაზრდების გადინება შეინიშნება. თუმცა, მას შემდეგ რაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ბუნებრივი აირის, ელექტროგამრიცხველიანების, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოები დაიწყეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ახალგაზრდების გადინება შემცირებულია.

,,ზოგადი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა წლიდან წლამდე სტაბილურად მძიმეა და მიუხედავად მთავრობის მიერ განხორციელებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ ისევ მძიმედ განიცდის ომისგან მიყენებულ ზიანს. ეს განსაკუთრებით ეხება შიდა ქართლის გამყოფი ხაზის სოფლებს, რომელთაც პირდაპირ შეეხოთ 2008 წლის შეირაღებული მოქმედებები, ხოლო ომის შემდგომ მავთულხლართების გავლების შედეგად თანდათანობით შეეზღუდათ წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და სარწყავ წყალზე, რაც ადგილობრივთა შემოსავლის ძირითადი წყარო იყო." - აღნიშნულია სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში.

მაგალითისათვის, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქარელის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის 15 სოფლიდან სარწყავი წყლის პრობლემა არ აქვს მხოლოდ ერთს, ხოლო 2014-2016 წლებში 4 სოფელში ნაწილობრივ გადაიჭრა ეს პრობლემა.

მოსახლეობის მთავარი პრობლემა შემოსავლის წყაროს მოძიებაა. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიას“ (შემდგომში სამთავრობო კომისია) უნდა ემსჯელა ისეთი აგრარული და სამეწარმეო პროექტების შესახებ, რომლებიც მორგებული იქნებოდა კონფლიქტებით დაზარალებული თემების სპეციფიკურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტომ“ 2016 წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 147 ბენეფიციარი დააფინანსა. ჯამურმა თანხამ 655,649 ლარი შეადგინა. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან მცირე თანხაა რეალური სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად (საშუალოდ ბენეფიციარზე დაახლოებით 4460 ლარი), ეს პროგრამა არ არის გათვლილი კონკრეტულად კონფლიქტით დაზარალებული თემებისათვის.

შიდა ქართლის გამყოფი ხაზის 57 სოფლიდან 23-მა მიიღო მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, რაც სამომავლოდ გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას.1370 2014-2016 წლებში გაზიფიცირებულ აბონენტებს გათბობის უზრუნველსაყოფად 200 ლარი გამოეყოთ, ხოლო იმ სოფლებში, სადაც ჯერ არ დასრულებულა გაზიფიცირება, თანხა გამოიყო ოჯახებზე.

ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო შიდა ქართლში სასმელი წყლის ჭაბურღილების, სარწყავი სისტემის, საგანმანათლებლო დაწესებულებების და საზოგადოებრივი ცენტრების აშენება და რეაბილიტაცია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის
უფლებების დაცვის კუთხით, ასევე აუცილებელი ღონისძიებებია.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020