Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი
2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,3 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 84,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 52%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„შვიდი თვის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით მოიმატა, 52%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა და ერთობლივად დაგეგმილი, სწორი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგია“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 80% (4 462 631), რუსეთი - 86% (23 740 750), უკრაინა - 41%(3 653 334), პოლონეთი - 20% (1 427 458), ლატვია - 27% (830 852), ბელარუსი - 42% (814 022), აშშ - 89% (236 012), გერმანია - 34% (234 000), ისრაელი - 202% (127 334), საფრანგეთი - 450% (95 530), აზერბაიჯანი - 170% (102 342) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი.

ადგილწარმოშობის დასახელების მიხედვით ლიდერობს „ქინძმარაული“ – 6 593 437 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 2 028 493, „წინანდალი“ – 1 468 126, „ახაშენი“ – 751 261, „ხვანჭკარა“ – 389 360, „ტვიში“ – 157 064, „ნაფარეული“ – 111 612 და ა.შ.

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 212 243 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 18,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 102 402 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 106% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 283 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 143,15 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 55% შეადგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020