Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
,,საყურე" და აგვისტოს მუზეუმის სხვა ექსპონატები (VIDEO)
,,ეს საყურე 2008 წლის აგვისტოს ომის, დევნილობის, ,,უსამშობლოობის“
ტრაგიკული პერიოდის სიმბოლოა ჩემთვის...
ამ ომმა გადაწყვიტა, რომ სამშობლოს ჯარისკაცი ამერჩია ცხოვრების მეგზურად...
ერთმანეთს ომამდეც ვხვდებოდით... აგვისტოში სამსახურიდან პირდაპირ ბრძოლის ველზე გადაინაცვლა ცალ ხელში ავტომატით, ცალში - ტელეფონით, რომლის ზარიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჩემთვის დაბომბილ ქალაქში.
მერე იყო დევნილობა საკუთარ სამშობლოში. იყო თბილისი და ოკუპანტების საქართველოდან გასვლის აუტანელი მოლოდინი. შეხვედრები მამადავითზე და ნატვრა საკუთარ მიწაზე დაბრუნების...
საყურე 21 აგვისტოს, ჩემს დაბადების დღეზეე დევნილობისას მაჩუქა. მაშინ ის ერთადერთი ფასეული ნივთი იყო რაც, ,,უსამშობლოდ“ დარჩენილებს გაგვაჩნდა. მერე კი ეს საყურე იქცა ჩვენი ურთიერთობის ყველაზე ტრაგიკული პერიოდის ყველაზე ტკბილ მოგონებად.
დღეს ეს საყურე აღარაა ერთადერთი ძვირფასეულობა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ უკვე ორი არაჩვეულებრივი გოგონა გვყავს, რომლებსაც ჩვენთვის ორივესთვის ყველაზე დიდი ღირებულება უნდა ვასწავლოთ: ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.“
ამ ტრიადის ნაწილია ჩვენთვის ოკუპაციის მუზეუმიც, სადაც მომავალმა თაობებმა უდა გაიგონ ფასი მტრისა და მოყვრის, ომისა და მშვიდობის, სიძულვილისა და სიყვარულის, ბოროტებისა და სიკეთის...იმისთვის, რომ აღარასოდეს იყოს ომი არც აგვისტოში, არც საქართველოში და არც არასოდეს არცერთ ქვეყანაში!" - ელზა მიქელაძე, 08 აგვისტო, 2017 წელი
აგვისტოს ომის მუზეუმში ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. მუზეუმის შექმნის იდეის ავტორი ლია ჩლაჩიძეა, რომელიც ერგნეთში ცხოვრობს და ომის დროს სახლ-კარი დაუწვეს. მეუღლე 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დაეღუპა, დედა - აგვისტოს ომის დროს პატარა ლიახვის ხეობის დაბომბვას გადაურჩა.
,,მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიების, მე სიძულვილი არც გამჩენია ოსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ, ჩემი მეგობრების მიმართ, ჩემი ახლობლების მიმართ, რომლებიც მეორე მხარეს დარჩნენ; და რომლებიც ისევე დაზარალდნენ, როგორც ჩვენ" - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани