Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
Sarahah-ის წესებს პერსონალურ მონაცემთა ინსპექცია გაეცნო
აპლიკაცია Sarahah მსოფლიოსა და საქართველოში ინტერნეტის სენსაციად იქცა. მისი დახმარებით ანონიმური შეტყობინებების გაგზავნისა და მიღების მსურველი უკვე 300 მილიონზე მეტია. თუმცა რთული სათქმელია, ამ 300 მილიონიდან რამდენი გაეცნო აპლიკაციის წესებსა და პირობებს (Terms and Conditions) და კონფიდენციალურობის პოლიტიკას (Privacy Policy) სანამ „ვეთანხმები“ ღილაკს დააჭერდა.

 

რა წერია წესებსა და პირობებში?

Sarahah-ის წესები და პირობები საკმაოდ მოკლედ და მარტივად არის დაწერილი. აპლიკაცია აცხადებს, რომ ყველა მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს ეთიკის ფარგლებში და თავი შეიკავოს შეურაცხყოფისგან. საიტი იტოვებს უფლებას დაბლოკოს ნებისმიერი მომხმარებელი და წაშალოს ნებისმიერი მესიჯი ან ანგარიში, თუ ამას ვებგვერდის მენეჯმენტი საჭიროდ მიიჩნევს. Sarahah ასევე, უფლებას იტოვებს მოგწეროთ e-mail-ები, მათზე უარის თქმის შესაძლებლობით.


მოკლე ჩამონათვალის ბოლოს 2 საყურადღებო პუნქტია. პირველი მათგანი წესებისა და პირობების ცვლილებას ეხება, მეორე კი აპლიკაციის პასუხისმგებლობას ზიანთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაქვს წესებისა და პირობების ცვლილების უფლება საჭიროების შემთხვევაში“ - აცხადებს აპლიკაცია. ის, ასევე, იხსნის პასუხისმგებლობას შეტყობინებების შინაარსთან დაკავშირებით. „ვებსაიტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებების შინაარსზე პასუხისმგებლები მათი შემქმნელები არიან და Sarahah არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც კონტენტის ან საიტის სერვისების გამოყენების შედეგად შეიძლება დადგეს.“ - ნათქვამია დოკუმენტში.

მომხმარებლის რა პერსონალურ მონაცემებს აგროვებს Sarahah?

კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში კომპანია ამბობს, რომ აგროვებს ვებსაიტზე ვიზიტის თარიღსა და დროს, ასევე ინტერნეტპროტოკოლის (IP) მონაცემებს. ბრაუზერის ტიპსა და იმ ვებგვერდის URL-ს, რომელმაც Sarahah-ზე გადაგამისამართათ. აქვე აპლიკაცია აცხადებს, რომ ეს მონაცემები შეიძლება სხვადასხვა მიზნით გროვდებოდეს.

რაც შეეხება ინფორმაციის გამჟღავნებას, კომპანია ირწმუნება, რომ ყოველთვის დაიცავს თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას, რომელსაც ის იღებს. ამავე დროს კი აცხადებს: „ჩვენ არასოდეს გავამჟღავნებთ ამ ინფორმაციას, თუ ეს არ იქნება კანონის მოთხოვნა, ან თუ არ მივიჩნევთ, რომ ეს პროცედურა საჭირო ან სასურველია კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად, ამ ვებსაიტის საკუთრების უფლების დასაცავად, ან საიტისგან სარგებლის მიმღები სხვა მხარეების დასაცავად.“

ვებგვერდი გპირდებათ, რომ არასოდეს მიჰყიდის თქვენ მიერ მიწოდებულ მონაცემებს მესამე მხარეს მარკეტინგისთვის თქვენი წინასწარი და წერილობითი თანხმობის გარეშე. გამონაკლისად სახელდება მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომელიც სტატისტიკისა და კვლევისთვისაა საჭირო და იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა.

„ჩვენ არასოდეს გავყიდით, გავცვლით ან გავამჟღავნებთ ნებისმიერ ინფორმაციას მესამე მხარეებთან ამ ვებსაიტისა და ჩვენს ქსელში ჩართული საიტების გარეთ. ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ იურიდიული პირის ან ორგანიზაციის ბრძანების შემთხვევაში“ ნათქვამია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. თუმცა არ არის დაკონკრეტებული ვინ იგულისხმება იურიდიულ პირებში და ორგანიზაციებში, ან რა სახის ბრძანებაზე შეიძლება იყოს საუბარი. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გამოყენებული ტერმინოლოგია ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება Privacy Policy-ს ცვლილებას, აპლიკაცია მოდიფიკაციის უფლებას აქაც იტოვებს: „ჩვენ გვაქვს მონაცემთა კონფიდენციალურობის წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანის უფლება საჭიროების შემთხვევაში.“ - ნათქვამია დოკუმენტში

ამჟღავნებს თუ არა Sarahah მესიჯების ავტორების ვინაობას?

ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც დღეს Sarahah-ის მომხმარებლებს აწუხებთ. ამას ადასტურებს აპლიკაციის ვებგვერდზე გამოტანილი ხშირად დასმული კითხვებიც (FAQ), სადაც ეს შეკითხვა ნომერ პირველია.

„Sarahah არ გაამჟღავნებს საიტზე შესული (logged in) მესიჯების ავტორების ვინაობას მათი თანხმობის გარეშე“ - პასუხობს აპლიკაცია. აქ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მესიჯის გაგზავნა საიტზე შესვლისა და რეგისტრაციის გარეშეც არის შესაძლებელი.

ამავე დროს, კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას შინაარსთან დაკავშირებულ ზიანზე, რომელიც შეიძლება მომხმარებელს მიადგეს. „Sarahah არ არის პასუხისმგებელი შინაარსსა ან ზიანზე, რომელიც საიტის მომსახურების გამოყენების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას.“ - ამბობს ვებგვერდი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020