Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
უფლისციხის ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც უშვილო ქალები დასაძინებლად მიდიოდნენ
უფლისციხის ნასოფლარის მხარეს კლდეში გამოკვეთილი ეკლესია ამჟამად მიუვალია. 10-წლის წინ ჩამოშლილმა კლდეებმა მისასვლელი გზა საბოლოოდ დააზიანა.

საფეხურები, რომელიც კლდეში იყო ამოჭრილი, ნალექებმა წაშალეს და ზედ ეკალ-ბარდი ამოვიდა. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში 90-იან წლებამდე ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო მატყლით შეკერილი საბნები, რომლებიც უშვილო ქალების ღამის გასათევად იყო გათვალისწინებული.

უფლისციხელებს ახსოვთ, რომ ეკლესია მოქმედი იყო. ფიცრებისგან გამოქვაბულის გარეთ ოთახია მიშენებული. აქ უამრავი უშვილო ქალი სხვადასხვა სოფლებიდან მიდიოდა ღამის გასათევად და დასაძინებლად. რწმენით მისვლის შემდეგ ქალს აუცილებლად ბავშვი ჩაესახებოდა.

ეს რიტუალი ითვალისწინებდა ახალ აღთქმაში დაცულ ისტორიას, რომლის მიხედვით უბიწო მარიამს სულიწმიდის მეშვეობით იესო ჩაესახა.

მუზეუმ-ნაკრძალის გიდი გიგუცა თათრიშვილი ამბობს, რომ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უფლისციხე წარმოადგენდა არა მხოლოდ ციხე-ქალაქს, არამედ, მნიშვნელოვან საკულტო ადგილს, რაც უამრავი არქეოლოგიური მასალებითაა დადასტურებული. უფლისციხეშია აღმოჩენილი ქალღმერთის ქანდაკება, რომელიც ჩანგზე უკრავს.

სოფელი უფლისციხე 1970-იან წლებიდან დაინგრა. კომუნისტებმა მოსახლეობის ნაწილი სოფელ ქვახვრელში გადაასახლა, ნაწილს კი, სასახლკარე ნაკვეთები მტკვრის მეორე მხარეს მისცეს, სადაც ახალი სოფელი, ამავე სახელწოდების დასახლება გაშენდა.

საქართველოს საისტორიო ძეგლების აღწრილობის წიგნში ვკითხულობთ: ,,ეკლესია (3,5 X 2,9 მ) გამოკვეთილია კლდეში, მასთან მისასვლელი საფეხურებიც კლდეშია ამოჭრილი. შესასვლელი დასავლეთით აქვს. შესასვლელის თავზე პატარა სარკმელია. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე ამოკვეთილია ოდნავ ჩაღრმავებული თაღოვანი ნიში; ქვემოთ დგას კლდეშივე გამოკვეთილი სწორკუთხა სატრაპეზო ქვა. ჩრდილოეთ კედელში განიერი თაღოვანი ნიშია. აფსიდს გასდევს მაღალი ბაქანი შუაში ორსაფეხურიანი კიბით. აფსიდის ბრტყელი კონქი კუთხეებში ეყრდნობა პილასტრებს, რომლებსაც თაროსებრი კაპიტელი და ასეთივე ბაზისი აქვს. ეკლესიის ჭერი ბრტყელია და გრძივ კედლებზე წრეთარგის ფორმით გადადის.

ფოტო გადაღებულია ნასოფლარის მხრიდან






ქვემოთ ფოტოზე: ნასოფლარი გადაღებულია კლდეკარიდან

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020