Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
გერმანიაში ემიგრანტებმა 20-წლის შოთიკო ვართუმაშვილის დასახმარებლად კონცერტი გამართეს
20-წლის შოთიკო ვართუმაშვილი, ერთი წელია, საწოლსაა მიჯაჭვული და
აპარატზეა მიერთებული. მისი მომვლელი ბებია, 80-წლის თამარ
ვართუმაშვილია, მამა გარდაცვლილია, დედა კი, ასევე ავადაა, რომელმაც
შვილის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის.
ოჯახის დასახმარებლად გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში ემიგრანტებმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს. ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა ,,ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა ნინო დალაქიშვილმა სოფელ ახალსოფელში მიუტანა.
,,ვერ აღგიწერთ იმ უმძიმეს მდგომარეობას, რაც მათ სახლში ტრიალებს. სოციალური დახმარება შეწყვეტილი აქვთ, უკვე 6 თვეა, მიწის ნაკვეთები გაქვთო და ამიტომ. გვითხრეს, რომ აწი აღუდგენენ. არ ვიცი, რამდენად შეძლებენ გაცდენილი თვეების საფასურის მიღებას. დღეში ექთნის მომსახურება ოჯახს 50 ლარი უჯდება, პლუს წამლები, გარდა ამისა ესაჭიროება დამატებით ოპერაციებიც, რადგან ორივე მენჯი მოტეხილი აქვს და მხარი, როგორც მისმა ბებიამ მითხრა." - ამბობს ნინო დალაქიშვილი.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროსგან და მუნიციპალიტეტის გამგეობისგან დამატებით ინფორმაციას მოიძიებს.
შოთიკო ვართუმაშვილს შარშან, 2016 წლის სექტემბერში, მანქანა დაეჯახა. ბებიის თქმით, შეჯახებისას შოთიკო ავტობანზე გზის ნაპირზე იმყოფებოდა. ტრამვები მიიღო როგორც კიდურებზე, ასევე, თავის არეში.
რაც შეეხება საქველმოქმედო ღონისძიებას, კონცერტი მუსიკოსმა ანა ნანუაშვილმა, შტუტგარტის წმ. ილია მართლის ეკლესიის სამრევლოსა და საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს. მასში, უანგაროდ, გერმანიაში დაბადებული და გაზრდილი მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. კერძოდ:
ელისაბედ, თორნიკე, ნიკოლოზ და ანა სარაჯიშვილები, ელისაბედ ნამჩევაძე, ანა მეიფარიანი, ალექსანდრე უმიკაშვილი; ნატალი ვიდმანი, დეა აგიკოვი,ეველინ ჰეპერლი, ქრისტინე და მარინე ვოლფები, ანა და ლუკა ღაღანიძეები, ლევან შტულპნაგელ, სოფიო კურტცი, ელენე მეგრელიშვილი, ზიზი ტოტიაური და საკვირაო სკოლის ცეკვის ანსამბლი.
სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრით, სიმღერითა და ცეკვით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ პატარა ქართველი ხელოვანები, ზოგიერთი მათგანისთვის ამ დღეს ასცენო დებიუტი შედგა.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани