Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ცხინვალის გზატკეცილზე ,,ამხანაგობის" კრების ოქმები გააყალბეს
გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ამხანაგობის
კრების ოქმის გაყალბების ფაქტზე, ამხანაგობის ფიქტიური მმართველი 2
ათასი ლარით დაჯარიმდა.
2017 წლის 5 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილებით, ამავე კორპუსში მცხოვრებმა პირმა ამხანაგობის კრების ოქმები გააყალბა, კერძოდ, მასში შინაარსი შეცვალა და კრების თავმჯდომარის ნაცვლად ხელი მოაწერა.
პროკურატურის მტკიცებით, საკუთრებაში მეზობლის ევტოფარეხის დარეგისტრირება ამ მეთოდით სცადა.
,,2012 წლის ოქტომბერში ავტოფარეხის თავის საკუთრებაში უკანონოდ დასარეგისტრირებლად მან მოიძია ამავე ამხანაგობის 2010 წლის 7 ივნისის N.. კრების ოქმი, შეცვალა მისი შინაარსი იმგვარად, რომ თითქოსდა, კრებაზე განიხილეს მის საკუთრებაში ავტოფარეხის დარეგისტრირების საკითხი და კრების თავმჯდომარის ნაცვლად, თვითონ მოაწერა ხელი." - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
აღნიშნული დოკუმენტი 2012 წლის 12 ოქტომბერს წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურში.
,,მანვე რეგისტრაციის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, 2013 წლის დეკემბერში თავისი ხელით შეადგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების 2012 წლის 21 ოქტომბრის, 6 დეკემბრისა და 24 დეკემბრის ოქმები, სადაც თითქოს, თვითონ იყო ამხანაგობისა და კრების თავმჯდომარე და კრებაზე გადაწყვიტეს ზემოხსენებული ავტოფარეხის მისთვის მიკუთვნების საკითხი, რითაც მან გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი და დამატებით წარუდგინა გორის სარეგისტრაციო სამსახურს. მანვე 2013 წლის 9 იანვარს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ყალბი ოქმების გამოყენებით, შეცდომაში შეიყვანა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, თავის სახელზე დაირეგისტრირა მეზობლის ავტოფარეხი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 2500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი." - აღნიშნავს პროკურორი.
ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სასამართლომ გვერდი აუარა 1998 წელს შედგენილ ხელწერილს.
ამ ხელწერილის მიხედვით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავის მეზობელს 500 მანეთი გადასცა, რომლითაც საერთო სარგებლობის ავტოფარეხის აშენება გადაწყვიტეს.
,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მეზობლის ნდობით არ უსარგებლია და იგი არ მოუტყუებია. მეზობელი არ წარმოადგენს სადავო ავტოფარეხის მესაკუთრეს. ამასთან, არ უნდა იქნეს გაზიარებული მეზობლის ჩვენების ის ნაწილი, სადაც მან განაცხადა, რომ სადავო ავტოფარეხი ბინასთან ერთად იყიდა, ვინაიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არ დაირეგისტრირა იგი. დაკითხული მოწმეები გამოხატავდნენ უარყოფით დამოკიდებულებას ბრალდებულის მიმართ და ისინი მხოლოდ გაგებულ ამბავს ყვებოდნენ. არც ერთი მოწმე არ მიუთითებს ბრალდებულის მიერ დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე. საჯარო რეესტრს მან ნოტარიულად დამოწმებული ოქმები წარუდგინა. კასატორის პოზიციით, მასსა და მეზობელს შორის არსებულ სადავო ურთიერთობას გააჩნია სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათი, რის გამოც მისი ქმედება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. ამდენად, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა." - აღნიშნავს ადვოკატი.
სასამართლომ ადვოკატის პოზიცია არ გაიზარა.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани