Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ხაშურის ვალუტის ჯიხურში მომხდარი მკვლელობა იპოთეკით დაზარალებულს უკავშირდება
ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელის მკვლელობის
ფაქტზე, დაკავებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
პროკურორი მორის ჩუბინიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტი თბილისის სააპელაციო სასამართლომ უსამართლოდ გადააკვალიფიცირა.
თუკი, თავდაპირველად, მკვლელობაში ბრალდებულს 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) წაუყენეს ბრალი, სასამართლომ ქმედება 108-ე მუხლის მიხედვით (განზრახ მკვლელობა) გადააკვალიფიცირა.
მსჯავრდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა არა თუ განზრახ მკვლელობას, არამედ სხეულის დაზიანებას, რამაც სიკვრილი გამოიწვია.
შემთხვევა 2013 წლის 29 მაისს მოხდა.
,,გარდაცვლილთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებდა და კარგი ურთიერთობა მქონდა. შემთხვევის დღეს, დილის საათებში, მივედი მის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში თანხის სათხოვნელად. მესაჭიროებოდა 8500 აშშ დოლარი ჩემი ბინის იპოთეკისაგან გასათავისუფლებლად. უარი მითხრა თანხის მიცემაზე იმ მოტივით, რომ ამ რაოდენობის თანხა არ ჰქონდა. მანვე მიმიყვანა მახლობლად მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, სხვასთან და სთხოვა მოესმინა ჩემთვის; რომ მესაჭიროებოდა 8500 აშშ დოლარი ექვსი თვით, თვეში გადავიხდიდი 5%–ს და ბინასაც გადავუფორმებდი. უარი მითხრეს." - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.
მისი მონაყოლის მიხედვით, კვლავ სთხოვა თანხის სესხება: „კაცურად დამეხმარე, ცოლ-შვილი გარეთ მრჩებაო“, რის შემდეგაც ჯიხურის მეპატრონე მიტრიალდა და გაბრაზებით უთხრა - „მკიდია, ვინ სად გრჩებაო“.
ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცოლ–შვილის შეურაცხყოფა ვერ მოითმინა, აიღო მაგიდიდან რკინის ბოქლომი და სკამიდან წამოდგომის დროს ზედიზედ ორჯერ დაარტყა კეფაში.
,,ძირს დავარდნილ გრიგალაშვილს წყალი დავასხი მოსასულიერებლად, რა დროსაც დაიყვირა ,,მიშველეთო“. შეეშინდა,ხალხს რომ არ გაეგო მომხდარის შესახებ და პირზე ხელის დაფარებით შევეცადე ხმის ჩახშობას. ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ღრმად სუნთქავდა. შემდეგ კი იმ მიზნით,რომ გავქცეულიყავი და დავმალვოდი სამართალდამცავებს, ავიღე მაგიდის უჯრასა და სეიფში არსებული ფული, გავედი ჯიხურიდან, კარი გარედან გასაღებით დავკეტე და შემთხვევის ადგილიდან მივიმალე." - განაცხადა ბრალდებულმა.
მისი განცხადებით, ჯერ მივიდა ბებიის სახლში, სადაც გამოიცვალა დასვრილი შარვალი, შემდეგ კი ბიძაშვილის ავტომანქანით გაემგზავრა ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში და მეგობარს გადასცა 10 000 აშშ დოლარი თბილისში იპოთეკარისათვის გადასაცემად. ბრალდებულმა განმარტა, რომ გრიგალაშვილის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო მისი ოჯახის შეურაცხყოფით. მისი ფულის დაუფლების განზრახვა კი გაუჩნდა აღნიშნული დაზიანებების მიყენების შემდეგ, იმ მიზნით, რომ სამართალდამცავებს მიმალვოდა.
სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის №16/05/06–1 დასკვნით, რომლის სისწორეც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა, დადგენილია, რომ სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინისა და სახის მიდამოს ბლაგვი ტრავმით გამოწვეული, პირის ღრუსა და სასუნთქ გზებში სისხლდენისა და მათი სანათურების დახშობის გამო, სისხლის ასპირაციის შედეგად განვითარებული მექანიკური ასფიქსია. ამავე დასკვნით დადგენილია, რომ ს. გ-ის გვამს გამოკვლევისას აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: თავის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობების, რბილ საფარში სისხლჩაქცევების, მარცხენა ჰემისფეროზე სისხლჩაქცევის, ცხვირის ძვლების მოტეხილობის, მე-2 თითის საფრჩხილე ფალანგის შესახსრების მოტეხილობის, დაჟეჟილი ჭრილობების, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. ყველა ზემოთ აღნიშნული დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
მოსამართლის აზრით, ბრალდებულს მას შემდეგ წარმოეშვა ანგარებით მოკვლის განზრახვა, როდესაც ფულის კანონიერად შოვნის ყოველგვარი იმედი გადაეწურა (ანუ ზემოხსენებულ პირებთან გასაუბრებისა და მათგანაც უარის მიღების შემდეგ).

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани