Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
სასიკვდილო შედეგი ხელის ერთი დარტყმით
მამაკაცს, რომლის ხელის ერთმა დარტყმამ თანასოფლელის სიცოცხლე
იმსხვერპლა, 5-წლიანი პატიმრობა 3-წლამდე შეუმცირდა. ხაშურის
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა და ქარელის რაიონის ერთ-ერთ
სოფელში მომხდარი ფაქტი შეფასდა, როგორც სიცოცხლის მოსპობა
გაუფრთხილებლობით. პროკურატურა კი, აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა
განზრახ ქმედებას.
მსჯავრდებულის ადვოკატმა საერთოდ გამამართლებელი განაჩენის დადგომა მოითხოვა.
საქმე იმაშია, რომ 2015 წლის 18 აპრილს სუფრაზე თანასოფლელებს შეკამათება მოუვიდათ. გასროლილი ჭიქა აწ მსჯავრდებულს მოხვდა. ამის საპასუხოდ, მან გაშლილი ხელი შემოარტყა მის წინ მდჯომ პიროვნებას, რომელმაც წონასწორობა ვერ შეიკავა, თავი ხეს მიარტყა და გონება დაკარგა.
ამის შემდეგ, დაზარალებული სახლში დაბრუნდა, სადაც, ასევე, გონება დაკარგა, რის შემდეგაც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა, თუმცა, ოჯახის წევრები სასწრაფო ბრიგადას არ დაელოდნენ და დაზარალებული საკუთარი მანქანით გადაიყვანეს ქარელის საავადმყოფოში. 10 დღის შემდეგ, 2015 წლის 29 აპრილს ეს პიროვნება გარდაიცვალა.
საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება იმავე დღეს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რამაც ნაკლებად მძიმე შედეგი გამოიწვია. გარდაცვალების შემდეგ, მუხლი შეიცვალა 117-ე ნაწილით. ეს კი, სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ხაშურის სასამართლომ ამ მუხლის მიხედვით ბრალდებულს 5-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულის ადვოკატმა საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შემდეგ კი, უზენაეს სასამართლოში.
ადვოკატის საჩივრის მიხედვით, აწ გარდაცვლილმა ის მძიმე დაზიანებები, რომლებიც შემდგომში მისი სიკვდილის მიზეზი გახდა, მიიღო არა შემთხვევის ადგილზე, სადაც მას სახეში ხელი დაარტყა ბრალდებულმა, არამედ სახლში მიყვანის შემდეგ, როდესაც ის კიბიდან გადავარდა, რასაც ადასტურებენ გარდაცვლილის ახლობლები.
მაგრამ ადვოკატმა კონკრეტულად ვერ დაასახელა ის პირები, თუ ვინ იყვნენ ის ახლობლები, რომლებიც დაადასტურებდნენ აღნიშნულ ფაქტს. საქმის მასალებში რაიმე მსგავსი ჩვენებები არ არსებობს, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, ცხადად არის დადასტურებული, რომ შემთხვევის ადგილის დატოვების შემდეგ, დაზარალებული მალევე გახდა ცუდად და ძლიერ დამძიმდა მისი მდგომარეობა, ხოლო როდესაც შინ მიიყვანეს, ცოტა ხნის შემდეგ გონება დაკარგა.
,,აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას იმის თაობაზე, რომ აწ გარდაცვლილმა მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რომლებიც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა, მიიღო თავის სახლში კიბიდან გადავარდნის შედეგად." - აღნიშნულია უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულმა განზრახ, სხეულის მძიმე დაზიანების მიზნით, გაარტყა სახეში მსჯავრდებულს, რასაც უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა:
კოლეგია არ დაეთანხმა ასევე სააპელაციო სასამართლოს განაჩენში წარმოდგენილ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, რომელთა მიხედვით, მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უზენასი სასამართლოს აზით, სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა ექსპერტის ჩვენებაში წარმოდგენილ ვარაუდებს გარდაცვლილის ქალა–ტვინის დახურული ტრავმის განვითარების შესაძლებელ მექანიზმზე. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ექსპერტის მოსაზრება, რომ აწ გარდაცვლილმა მიიღო ქალა–ტვინის მარჯვენამხრივი დაზიანება სისხლჩაქცევით, რაც მისი სიკვდილის მიზეზი იყო და რაც უშულოდ გამოიწვია სახეში ხელის დარტყმამ.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა ორი მოწმის პირდაპირ ჩვენებებს, რომელთა მიხედვით, ქეიფის დროს მსჯავრდებულმა, განაწყენებულმა იმით, რომ მას სახეში მოხვდა აწ გარდაცვლილის მიერ ნასროლი ჭიქა, ხელი დაარტყა სახის არეში. ნაწილობრივ იმავე ფაქტს ადასტურებს თვითონ მსჯავრდებული ჩვენებაში.
უზენაესი სასამართლო ფიქრობს, რომ ქვედა ინსტანციის მოსამართლეებმა არასწორად შეაფასეს ვითარება, კერძოდ: სასამართლო რატომღაც ყურადღებას არ აქცევს გარდაცვლილის გვამზე ჩატარებული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებში მოცემულ ობიექტურ მონაცემებს, რომელთა მიხედვით, გარდაცვლილს მარჯვენა მხარეს არა მხოლოდ ქალა–ტვინის დახურული ტრავმა აქვს მიღებული, არამედ ასევე: გულ–მკერდის დახურული ტრავმა; რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა; მარჯვენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი (ფილტვის მძიმე დაზიანება), რომელიც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანების ხარისხს.
,,როგორ და საიდან გაჩნდა ეს დაზიანებები - ამ საკითხზე არც ერთ სასამართლოს არ აქვს ნამსჯელი, კერძოდ, სახეში ხელის დარტყმით როგორ შეიძლებოდა აღნიშნული დაზიანებები განვითარებულიყო." - კითხულობს უზენაესი სასამართლოს კოლეგია.
ამ საკითხის გადაწყვეტისას უზენაესმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ქმედების ჩადენისას მსჯავრდებულს არ გამოუყენებია სპეციალურად სხეულის დასაზიანებლად მომარჯვებული რაიმე მჭრელი, მჩხვლეტავი ან სხვა ისეთი მყარი საგანი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ადამიანისათვის მძიმე ან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დაზიანების მიყენება.
რაც შეეხება გაშლილი ხელის განზრახ დარტყმას, მოსამართლეების აზრით, ძნელად სავარაუდებელია, რომ ეს განზრახვა შედეგის სახით მოიცავდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. მსჯავრდებულსა და გარდაცვლილს შორის, ფიზიკური აგებულებისა და ძალის თვალსაზრისით, არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი სხვაობა.
,,ამდენად, მძიმე დაზიანება - ქალა–ტვინის დახურული ტრავმისა და სისხლჩაქცევის სახით - რომელმაც საბოლოოდ დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია, უნდა განვიხილოთ, როგორც ხეზე დაჯახების შედეგი, რაც, თავის მხრივ, მიზეზობრივ კავშირშია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. საქმეში არ არსებობს რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, რომ ქმედების ჩადენისას მსჯავრდებული ითვალისწინებდა ხსენებული მძიმე შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება განაჩენშიც არ არის მითითებული. ამიტომ in dubio pro reo – ს პრინციპის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში იმის ვარაუდი, რომ მსჯავრდებულს მოსალოდნელი შედეგის მიმართ შეიძლება ჰქონოდა განზრახი ან თვითიმედოვნებითი დამოკიდებულება, უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ, რადგან გასაჩივრებულ განაჩენში ასეთ ვარაუდს არ გააჩნია დასაბუთებული საფუძველი."- აღნიშნავს მოსამართლე და ამით განზრახი ქმედება გამორიცხა.
რაც შეეხება საბოლოო გამართლებას, ეს მოსაზრება არ გაითვალისწინა:
,,იმის გაცნობიერება, რომ ადამიანისათვის სახეში ხელის ძლიერმა დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაცემა, რის შედეგადაც შესაძლოა, მან მიიღოს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და სიკვდილიც დადგეს, არსებულ ვითარებაში მსჯავრდებულისთვის სავსებით შესაძლებელი იყო, ვინაიდან ისინი არ იმყოფებოდნენ ისეთ უსაფრთხო ადგილზე, სადაც გამორიცხული იქნებოდა მსგავსი შედეგის დადგომა. ქმედების ჩადენის მომენტში მსჯავრდებულმა არ გამოიჩინა ელემენტარული წინდახედულება იმასთან მიმართებით, რომ სავსებით შესაძლებელი იყო აწ გარდაცვლილი სუფრაზე ან სუფრის გარშემო არსებულ ხის ჯირკებზე დაცემულიყო და თავი დაერტყა, ანდა ახლოს მდგარ ხეს დასჯახებოდა, როგორც მოხდა კიდეც, და რაც დადასტურებულია თვითმხილველი მოწმეების პირდაპირი ჩვენებებით."- ასკვნის უზენაესი სასამართლო.
სწორედ, ამ მსჯელობით, სასამართლოს საბოლოო ინსტანცია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულს უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი და არა გამართლეს, რადგან მას წინდახედულობა უნდა გამოეჩინა ხელის დარტყმის დროს, ხოლო, რადგანაც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არსებობს, რომელიც დაასტურებდა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას, ამიტომაც შეუმცირეს პატიმრობა 5-წლიდან 3-წლამდე.
პ.ს. მასალა მომზადებულია სასამართლოს გადაწყვეტილებებით, სადაც სახელი, გვარები და სოფლის სახელწოდება დაშტრიხულია

რა
მოხდა სუფრაზე

სიკვდილის მიზეზი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს
პოზიცია

განზრახ, თუ განზრახვის
გარეშე?

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани