Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
კომბინატში ასბინიანი კორპუსების მდგრადობას ექსპერტები ამოწმებენ
რაია კუსრაევა 28 წელია ასბინიანში ცხოვრობს. ორი შვილი ამ კორპუსის ბინაში დაეღუპა სხვადასხვა მიზეზით. ამჟამად, მარტო ცხოვრობს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ეზოს გარეთ ვერ გადის.

საცხოვრებელი კორპუსი იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, რომ კანალიზაციის წყალი საძირკველში გროვდება. ფეკალური მასების სუნი კი, მშვიდ ამინდში, ეზოში ტრიალებს.

ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში, ასეთი ორი კორპუსია. ისინი საერთო საცხოვრებელს წარმოადგენდა, სადაც ბამბეულის კომბინატში სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მუშები, დაასახლეს. კორპუსების მდგრადობას ექსპერტები რამდენიმე თვეა ამოწმებენ.

,,პატარა ვიყავი, როდესაც ჩემმა დამ წამომიყვანა სოფელ ღრომიდან (ამჟამად, ცხინვალის რაიონი). ის გორში იყო გათხოვილი და მეც მათთან ერთად ვცხოვრობდი. როდესაც გავიზარდე, კომბინატის ბამბეულის ქარხანაში დავიწყე მუშაობა და ქირით გავედი. 28 წლის წინ, დაიშალა კომბინატი და ვეღარსად ვმუშაობდი. ბინის მეპატრონემ ნივთები გარეთ გადმომიყარა და თვენახევრის განმავლობაში ხან სად ვიყავი, ხან - სად. ბოლოს, მაშინდელმა ქალაქკომის ხელმძღვანელობამ ამ კორპუსში მომცა ბინა და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ" - იხსენებს რაია კუსრაევა. 

ამჟამად, კორპუსი დანგრევის პირასაა. რაია კუსრაევა კი, ვერსად გადასვლას ახერხებს. მისი ქალიშვილი თავისი ოჯახით გვერდით ბინაში, ამავე კორპუსში, ცხოვრობს. ერთადერთი რასაც ნატრულობს, მშობლიური სოფელი ნახოს, სადაც ბავშვობა გაატარა.

,,სულ ვნატრობ, რომ ისევ ვიცხოვრო ჩემ სოფელში, სადაც ბავშვობა გავატარე. ჩემი ძმა სამი წლის წინ, დაღუპულა. არ გამიშვეს დაკრძალვაზე. იმის შვილებს და შვილიშვილებს არც კი, ვიცნობ. ნახევარზე მეტი სოფელი ვლადიკავკაზში გადასულა საცხოვრებლად. ძალიან ლამაზი სოფელია" - ამბობს რაია კუსრაევა.

ვიდრე, ექსპერტები ვითარებას შეისწავლიან; პროექტს შეადგენენ და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, ამ კორპუსს და მის ეზოს ვერ მოცილდება.

ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ კორპუსების მდგრადობას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო რამდენიმე თვეა სწავლობს.





Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020