Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
გორის გამგებელს ბიუჯეტის თანხით სიდედრის სახლის მშენებლობაში ადანაშაულებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 12 სახლიდან, რომელიც ქარის სტიქიის დროს დაზარალდა, 3 სახლის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს.

ამ სახლებიდან 2-ის მშენებლობა, თანაც, კაპიტალურად, უკვე დამთავრდა, ერთის კი, - არა.

მარინე ხუციშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში, გორის გამგებლის დავით ონიაშვილის სიდედრის სახლის მშენებლობა დაამთავრეს. ამის მტკიცებულებად მას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების ვიზიტი მოჰყავს, რომელიც გამგებლის სიდედრის სახლში სპეცტექნიკით მიდიოდნენ.

,,ჩემი სახლი კი, დატოვეს ფანჯრების, იატაკის და კარებების გარეშე. როცა მივედი ონიაშვილთან და ვუთხარი, ჯერ, რატომ გააკეთეთ შენი სიდედრის სახლი - მეთქი, გაგიჟდა, ყვირილი დამიწყო" - ამბობს მარინე ხუციშვილი.

დღეს ეს ოჯახი ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა, მათ შორის, გორის მერის კანდიდატმა დავით მახნიაშვილმა მოინახულა. ის ფლობს ინფორმაციას სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის შესახებ. მანამდე გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი იყო.

გორის მერის კანდიდატი ამბობს, რომ თანამდებობის პირი, პირველ რიგში, არ უნდა ზრუნავდეს ნათესავების კეთილდღეობაზე.

ბრალდებებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯერ არ გამოხმაურებია. დამატებით დეტალებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრიც არკვევს. 




კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გიორგი ხიდაშელი ამბობს, რომ მისი ტექნიკა ადგილზე, მხოლოდ, გამგებლის სიდედრის ძველი სახლის დასანგრევად მიიყვანეს. რაც შეეხება ახალ სახლს, მისთვის უცნობია, თუ რომელმა კომპანიამ მიიღო შენების პროცესში.

გიორგი ხიდაშელის თქმით, გამგებელმა დავით ონიაშვილმა სოფელში ყოფნისას სთხოვა, რომ ტრაქტორი, უბრალოდ, მიხმარებოდა ნგრევაში.

,,ჩვენი ტექნიკა იქ მხოლოდ სამი საათი იყო. ძველი სახლი იყო და ხუხულასავით მალე დაანგრია ტექნიკამ" - აცხადებს გიორგი ხიდაშელი.

სოფელ შინდისში მცხოვრები მარინა ხუციშვილი ამბობს, რომ გამგებლის სიდედრის სახლი ბიუჯეტის თანხით აშენდა, მისი სახლი კი, დაუმთავრებელი დატოვეს. ამის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გუშინ მოამზადა.

შინდისში მცხოვრები მარინა ხუციშვილი ამბობს, რომ დავით ონიაშვილის სიდედრის ძველი სახლი სოციალურად დაუცველებზე იყო მიქირავებული და, სწორედ, ამ სოციალურად დაუცველების განცხადებების საფუძველზე მოხდა ახალი სახლის შენება. ახალი გარემოების გადამოწმებასაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020