Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ადვოკატ ბესიკ კაიშაურს მოქალაქე თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს
გორში, სადგურის დასახლებაში მცხოვრები ნინო თინიკაშვილი ადვოკატ ბესიკ კაიშაურს უყურადღებობაში ადანაშაულებს და მომსახურებისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.

ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, კერძო სამოქალაქო დავის განხილვის დროს, ადვოკატმა შუა გზაზე მიატოვა. ბესიკ კაიშაური ამტკიცებს, რომ პირიქით მისგან დამოუკიდებლად ნინო თინიკაშვილმა სხვა ადვოკატი აიყვანა.

,,ბესოს კარგად ვიცნობდი. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მუშაობდა და ხშირად ჩემი სახლის ამბავზე ვაკითხავდი ხოლმე. დიდი ხანია სხვის სახლში ვცხოვრობ და კერძო სამოქალაქო დავის საქმეში წარმომადგენლად ავიყვანე. მითხრა, რომ როგორც ადვოკატი, უფლება არ ჰქონდა პროცესზე გამოსვლის, ამიტომ, მასზე რწმუნებულება გავაფორმეთ. 50 დოლარიც სიმწრით ვიშოვე. ფაქტიურად, არაფერი გაუკეთებია, საბუთებზეც მე დავრბოდი, რაც ჭირდებოდა, ყველაფერს მე ვაგროვებდი. სარჩელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში დამიწერეს და ის გამოიყენა." - ამბობს ნინო თინიკაშვილი.

ბესიკ კაიშაური - ადვოკატი: ,,ნინო თინიკაშვილმა ამიყვანა ადვოკატად შეღავათიან ფასში, 50 დოლარად, მაშინ როდესაც ადვოკატის მომსახურება 500 ლარი ღირს. მე თავიდანვე ვუთხარი, რომ წამგებიან პოზიციაში იყო და ვურჩიე, ან მორიგებისკენ წაგვყვანა საქმე, ან კიდევ მოგვეხდინა ექსპერტიზის ჩატარება. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი მხრიდან ჩემს მიმართ უნდობლობა წამოვიდა და სხვა ვიღაც თბილისელი ადვოკატი აიყვანა. მერე კი თქვა რომ დამიბრუნოს ის თანხა რაც გადავუხადეო. მისმა ახალმა ადვოკატმა შემომთავაზა ერთად გვემუშავა მაგ საქმეზე. მაშინ ვუთხარი, რომ გადამიხადოს ის თანხა რაც ადვოკატის მომსახურებისთვის არის საჭირო და მაგ შემთხვევაში გავუწევ მომსახურებას-მეთქი. მე კი არ მივატოვე საქმე, თვითონ აიყვანა სხვა ადვოკატი. მე მოსამზადებელ პროცესზე გამოვედი, მაშინ როცა 50 დოლარად ადვოკატები არ მუშაობენ. მთავარ სხდომაზე კი, უკვე სხვა ადვოკატი ყავდა, მე უარი მითხრა. საქმის მასალებში არის, რომ პირველ მოსამზადებელ პროცესზე გავუწიე ადვოკატის მომსახურება, ხოლო მთავარ პროცესზე უკვე თვითონ არ მოინდომა, რომ მე დამეცვა მათი ინტერესები.“

ნინო თინიკაშვილი აცხადებს, რომ ბესიკ კაიშაურმა მას ერთწლიანი მინდობილობის ხელშეკრულება გააფორმა. ,,ვნანობ, რომ მას წინასწარ გადავუხადე თანხა და არ გავითვალისწინე სხვისი რჩება. მირჩიეს, რომ ადვოკატთან ისეთი ხელშეკრულება დამედო, რომელიც თანხის გადახდას მომსახურების შემდეგ ითვალისწინებს" - აცხადებს ნინო თინიკაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020