Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ფხვენისის საბავშვო ბაღი წლებია ნაწილ-ნაწილ შენდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში საბავშვო ბაღი 20 ოქტომბერსაც
არ გაიხსნება. პირველად, 2017 წლის 16 სექტემბერს, შემდეგ კი, 2
ოქტომბერს უნდა გასხნილიყო.
ამის მიზეზი დაუმთავრებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელდება.
მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ითხოვს, რომ ბაღის დირექციამ სააღმზრდელობო დაწესებულება დაუყოვნებლივ გახსნას, თუმცა, მასთან შეხვედრის დროს, ადგილობრივების ნაწილმა ამის თაობაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
ადგილობრივი მკვიდრი ანო ომაძე ამბობს, რომ ონიაშვილი ე.წ. ზეთის გამათბობლებით (ელექტროქურა) მომარაგებას დაპირდა:
,,აქ მოსახლეობამ განუცხადა, რომ არ შეიძლებოდა ამ ბაღის გახსნა ამ მდგომარეობაში. არ არის გათბობა, არ არის გაზი შეყვანილი, დაუმთავრებელია სარემონტო სამუშაოები. მეხუთე წელია არემონტებენ, მოუწესრიგებელია ბევრი რამ, მაგრამ იქნებ მართლაც ჯობდა გახსნილიყო და, შემდეგ, ეტაპობროვად, მართლაც დაემთავრებინათ" - აცხადებს ანო ომაძე.
საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ბოლოს ორჯერ ჩაუტარდა, პირველად 2016 წელს კომპანია ,,ჯინო პლიუსის" მიერ, ხოლო 2017 წელს - ინდმეწარმე ,,ჯემალ ჭოველიძემ" განახორციელა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ანესაშვილი აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიებმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად შეასრულეს:
,,რაც გათვალისწინებული იყო პროექტებით, ყველაფერი დასრულდა. ეს არ წარმოადგენდა მასშტაბურ სამუშაოებს, არ ითვალისწინებდა გათბობის სისტემების დამონტაჟებას. ამ თანხით მათ კოსმეტიკური სამუშაოები ჩაატარეს, მოაწესრიგეს სველი წერტილები, გადასაადგილებელი იყო მაგალითად უნიტაზები და ა.შ." - აცხადებს ანესაშვილი.
გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღის უზრუნველყოფა გათბობის სისტემით ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოს პრეროგატივას წარმოადგენს:
,,როგორც ვიცი, ბაღების მართვის სააგენტომ ტენდერები უკვე გამოაცხადა და ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. მანამდე, გამოცხადებული ტენდერები ჩავარდა და შესაბამისად ვერ მოესწრო გათბობის სისტემის დამონტაჟება" - აცხადებს ტარიელ მაისურაძე. ბუნებრივი აირი სოფლამდე მიყვანილია.
საბავშვო ბაღი დაახლოებით 50 ბავშვზეა გათვლილი. აღსაზრდელები მეზობელ სოფელ შინდისში დაჰყავთ, თუმცა რამდენიმე ბავშვის მშობელს, ადგილების შევსების გამო, რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани