Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 9 თვეში 6 პირი დააჯარიმა
გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპლუატაციაში 22 ობიექტი მიიღო. ხოლო ერთი იურიდიული და 5 ფიზიკური პირი, სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო, დააჯარიმა. საჯარიმო სანქციებზე, ძირითადად, უნებართვო საქმიანობის კონტროლის თანამშრომლებმა იმუშავეს.

უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების მიერ გატარებული იქნა შემდეგი სახის ღონისძიებები:

საჯარიმო სანქციები:

სამშენებლო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო 2017 წლის განვლილ პერიოდში (იანვარი-სექტემბერი) დაჯარიმდა 2 იურიდიული და 4 ფიზიკური პირი:

1. ქ. გორში, შინდისის გზ. I კილომეტრში, თენგიზ მუჭაურის  მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ სავაჭრო დანიშნულების ობიექტზე ,,საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული პირობის (სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა) დარღვევის გამო თენგიზ მუჭაური დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. ქ. გორში, შინდისის გზ. №2-ში, არჩილ ქავთარაძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  აშენებულ მსუბუქი ტიპის სავაჭრო დანიშნულების ობიექტზე ,,საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლით გათვალისწინებული პირობის (სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა) დარღვევის გამო არჩილ ქავთარაძე დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

3. შ.პ.ს ,,ჯი ემ ჯი გრუპი’’  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 152-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე (ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას) დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

4. მოქალაქე ვალერიან ლურსმანაშვილი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 148-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე (თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა) დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით.

5. მოქალაქე თამარ ჭოველიძე  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 552- ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე (სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება) დაჯარიმდა 3 000 ლარის ოდენობით.

დაჯარიმების თანხამ სულ შეადგინა: 6 200 (ექვსი ათას ორასი) ლარი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო 2017 წლის განვლილ პერიოდში სამართალდარღვევის ოქმი შედგა 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირის მიმართ და გადაიგზავნა სასამართლოში:

1. შ.პ.ს ,,ჰედეფ ჯორჯია’’-ს მიმართ  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1461-ე მუხლის საფუძველზე. (კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრა)

სამშენებლო სამართალდარღვევებზე 2017 წლის განვლილ პერიოდში ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო და შეწყდა მითითებული დარღვევების გამოსწორების გამო 1 ობიექტზე:

1. ქ. გორში, შინდისის გზ. №2-ში, არჩილ ქავთარაძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ მსუბუქი ტიპის სავაჭრო დანიშნულების ობიექტზე.

ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხვედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების მიერ 2017 წლის განვლილ პერიოდში (იანვარი- სექტემბერი) ექსპლუატაციაში იქნა მიღებული 22 ობიექტი:

1. ქ.გორში, ცხინვალის გზ. №9-ში, ნადეჟდა ქებაძის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობადამთავრებული, რეკონსტრუირებული (დამატებითი ფართის მიშენება) სავაჭრო დანიშნულების ობიექტი.

2. ქ.გორში, ჭავჭავაძის ქ.№54-ში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ რეკონსტრუირებული არსებული შენობა და მშენებლობადამთავრებული სავარჯიშო კოშკი.

3. ქ.გორში, ჭანტურიას ქ.№66-ში,  თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის, ნატალია ტიტვინიძის კუთვნილი რეკონსტრუირებული (მიშენება) ნაწილი.

4. ქ.გორში, შარტავას ქ.№76-ში, გიორგი ბალახაშვილის  მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  ახალი მშენებლობადამთავრებული ინდ. საცხოვრებელი სახლი.

5. ქ.გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ მოქალაქე ვლადიმერ დოლიაშვილის მიერ აღნაგობის უფლებით, დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობადამთავრებული კომერციული დანიშნულების
ობიექტი.

6. ქ.გორში, პუშკინის ქ.№2-ში, მალხაზ სურამელის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  მშენებლობადამთავრებული, რეკონსტრუირებული კომერციული დანიშნულების ობიექტი.

7. ქ. გორში, გურამ პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ, იაკობ ჯუღაშვილის ქ.№56-ში, ლალი ციცაგის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეკონსტრუირებული, მშენებლობადამთავრებული სავაჭრო-სასაწყობე დანიშნულების ობიექტი.

8. ქ.გორში, მაჭავარიანის ქ. №6-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მოქალაქე ხათუნა ორჯონიკიძის მიერ თავის საკუთრებაში, მეორე სართულზე არსებულ №3 და №4 ბინებზე მიშენებული დამატებითი ფართი.

9. ქ.გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე შ.პ.ს ,,ჯიბეს“ (ID ნომერი: 206335225) მიერ აღნაგობის უფლებით, დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ/კოდი 66.46.26.051) მშენებლობადამთავრებული სავაჭრო დანიშნულების ობიექტი.

10. ქ.გორში, აღმაშენებლის გამზ.№120-ში, ლევან საათაშვილის  მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეკონსტრუირებული, (მიშენება-დაშენება) მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.

11. ქ.გორში, დ. ამილახვრის ქ.№13-ში, თეონა გამდლიშვილის  მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.

12. ქ. გორში, ტყვიავის ქუჩის მიმდებარედ დავით ყორანაშვილის  მიერ თავის საკუთრებაში არსებულ ავტოტექმომსახურების შენობაზე  დამატებითი, ახლად მიშენებული ბოქსი.

13. ქ. გორში, პუშკინის ქ.№2ა-ში შ.პ.ს ,,ს და გ“-ს მიერ აღნაგობის უფლებით, დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული ავტოტექმომსახურების ობიექტი.

14. ქ. გორში, ცხინვალის გზ. მიმდებარედ შ.პ.ს ,,ELIT-SERVICE”-ის მიერ აღნაგობის, უფლებით დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობადამთავრებული კვების ობიექტის შენობა.

15. ქ. გორში, კურტანიძის ქ.№2-ში შ.პ.ს ,,ბალა ჰაუსი”-ს მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  მშენებლობადამთავრებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი.

16. ქალაქ გორში, გორგასლის ქუჩის მიმდებარედ შალვა თურმანიძის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  მშენებლობადამთავრებული ავტოტექმომსახურების დანიშნულების ობიექტი.

17. ქ. გორში, შინდისის გზ.№2-ში არჩილ ქავთარაძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) მშენებლობადამთავრებული სავაჭრო დანიშნულების მსუბუქი ტიპის ნაგებობა.

18. ქ. გორში, ცხინვალის გზ.№9-ში შ.პ.ს ,,კაპიტალი“-სმიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  მშენებლობადამთავრებული კომერციული დანიშნულების ობიექტი.

19. ქ. გორში, ცხინვალის გზ.№9-ში შ.პ.ს ,,ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის“მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობადამთავრებული სავაჭრო დანიშნულების ობიექტი.

20. ქ. გორში, ტყვიავის ქუჩის მიმდებარედ დავით ყორანაშვილის მიერ თავის საკუთრებაში არსებულ ავტოტექმომსახურების შენობაზე) დამატებითი, ახლად მიშენებული ბოქსი.

21. ქ. გორში, გორკის (ძმები რომელაშვილების ქუჩა) ქუჩის მიმდებარედ მიხეილ კოვზიაშვილის  მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობადამთავრებული კომერციული დანიშნულების ობიექტი.

22. ქ. გორში, ცხინვალის გზ.№14ა-ში შ.პ.ს ,,გორმედი“-ს  მიერ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული კლინიკის შენობაზე მიშენებული მესამე ფრთის შენობა.


უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების მიერ 2017 წლის განვლილ პერიოდში ქ. გორში, სხვადასხვა მისამართზე გაცემულია გზის გადათხრის 163 ნებართვა, რომლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანაზე განხორციელდა და ხორციელდება მკაცრი კონტროლი.

გარდა აღნიშნულისა, ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილებაში შემოსულია და განხილულია 342 განცხადება და წერილი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც კომპეტენციის ფარგლებში მოხდა შესაბამისი რეაგირება.

განყოფილების მიერ სისტემატიურად ხდება ქალაქის შემოვლა-დათვალიერება, განყოფილების მიერ მრავალჯერ გატარდა პრევენციის და აღმკვეთი ღონისძიებები ქალაქის კეთილმოწყობის წესებისა და იერსახის დაცვის მიმართულებით.

უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილებაში ასევე ხორციელდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცით მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილების მიერ გაცემული მშენებლობების ნებართვების კონტროლი,
დარღვევების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება, რათა გაცემულ პროექტებთან შესაბამისობაში მოხდეს მათი ექსპლუატაციაში მიღება.

განყოფილების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს არქიტექტურულ სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციის და აღკვეთის ორგანიზება. ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების კონტროლი. კეთილმოწყობის წესებისა და იერსახის დაცვაზე კონტროლის განხორციელება.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020