Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
დედობის, მამობის და მშობლის შვებულების უფლების შესახებ კვლევა მომზადდა
შვებულების უფლების საკითხის განსაზღვრისას, ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შრომის უფლების დაცვას და თანასწორობის პრინციპს, რაც არაერთხელ გამხდარა საქართველოს სახალხო დამცველის და სხვა ორგანიზაციების ყურადღების საგანი. ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა - (EMC) სპეციალური ანგარიში მოამზადა.

კვლევის მიხედვით, დედობის, მამობის და მშობლის შვებულების საკითხის რეგულირება და ორივე მშობლის მიერ თანასწორად სარგებლობა, როგორც ნორმატიულ, ასევე, პრაქტიკულ დონეზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში.

,,წინამდებარე კვლევის მიზანია, გამოავლინოს დედობის, მამობის და მშობლის შვებულების უფლებასთან დაკავშირებული ხარვეზები საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან თავსებადობის კუთხით. კერძოდ, კვლევა შეისწავლის დედობის, მამობისა და მშობლის შვებულების უფლების აღიარებისა და დაცვის საერთაშორისო პერსპექტივას და მისი რეალიზების პრაქტიკას ევროპის საბჭოს ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობაში. კვლევა ასევე მიზნად ისახავს, შეისწავლოს ეროვნული კანონმდებლობის ის რეგულაციები, რომლებიც დედობის, მამობისა და მშობლის შვებულების უფლებას აწესრიგებენ კერძო და საჯარო სექტორში და შეაფასოს მათი შინაარსი ადამიანის უფლებათა დაცვის მინიმალური საერთაშორისო სტანდარტების შუქზე, მათ შორის, თანასწორობის კონტექსტში. " - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

კვლევა სამი ნაწილისაგან შედგება.

პირველ ნაწილში გაანალიზებულია დედობის, მამობისა და მშობლის შვებულების მიზნები და უფლების განვითარების ეტაპები სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში. კვლევის მეორე ნაწილი მიმოიხილავს შვებულების უფლების მარეგულირებელ ძირითად საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს და ევროპის ქვეყნების გამოცდილებას შვებულების უფლების შინაარსის მოწესრიგების, მათ შორის, მისი თანასწორად გარანტირების კუთხით. კვლევის მესამე ნაწილი შეისწავლის საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და სახელმწიფო პოლიტიკის იმ ხარვეზებს, რომელიც გამორიცხავს შვებულების უფლების თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობას და/ან არ უწყობს ხელს მის იმგვარ გამოყენებას, რაც შრომის უფლებისა და ოჯახური ცხოვრების სათანადო რეალიზებას შეუწყობდა ხელს.

კვლევა ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს, მინიმალური საერთაშორისო სტანდარტებისა და შესწავლილი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რასაც ქვეყნის კანონმდებლობა და პრაქტიკა უნდა დაეფუძნოს დედობის, მამობისა და მშობლის შვებულების უფლებით თანასწორად გარანტირებისა და სარგებლობის მიზნით.

იხილეთ კვლევის სრულია ვერსია

ფოტოს წყარო

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020