Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
,,ენმ"-ს ახალგაზრდული გუნდი გორის საკრებულოში
2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად, გორის
საკრებულოში ,,ნაციონალური მოძრაობიდან" პარტიული სიის მიხედვით სამი
წევრი მოხვდა.
ესენია: ვასილისა ჯაბახიძე, ბექა ქორჩილავა და თეონა მაისურაძე.
ისინი 40-წევრიან საკრებულოს შემადგენლობაში ოპოზიციურ ფლანგს დაიკავებენ. 4%-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა: ,,ქართულმა ოცნებამ“; ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“; ,,ბაქრაძე-უგულავა ევროპულმა საქართველომ“; ,,პატრიოტთა ალიანსმა“ და ,,შენების მოძრაობამ“.
პროპორციული სისტემით, პირველ მათგანს 8 დეპუტატის ადგილი ერგო; ნაციონალურ მოძრაობას - 3; ,,ბაქრაძე-უგულავა ევროპულ საქართველოს" - 2 ადგილი,, ხოლო თითო-თითო ადგილი ერგო ,,პატრიოტთა ალიანსისა“ და ,,შენების მოძრაობის“ წევრებს.
მმართველ პარტიას კი, აღნიშნულ საკრებულოში 24 მაჟორიტარი და პარტიული სიით შერჩეული 8 წევრი, სულ 32 წარმომადგენელი ეყოლება. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს, ის სოფელ მერეთის მაჟორიტარი - მერაბ მახარაშვილია.
ამჟერად, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრების ბიოგრაფიებს გთავაზობთ, რომლებმაც ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე მეტი ადგილი დაიკავეს. ვასილისა ჯაბახიძე, ბექა ქორჩილავა და თეონა მაისურაძე თავად გიამბობენ საკუთარი გეგმებისა და გამოცდილების შესახებ.

ვასილისა ჯაბახიძე დავიბადე 1996წლის 4 მარტს ქალაქ გორში. ვცხოვრობ გორის რაიონ სოფელ კარალეთში. 2014 წელს დავამთავრე კარალეთის N 1 საჯარო სკოლა.
სკოლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, რომელიც ემსახურებოდა სამოქალაქო განათლებისა და ცხოვრების აქტიურ წესის დამკვიდრებას.
2016 წელს ჩავაბარე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2016 წლიდან ვარ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ახალგაზრდულის ორგანიზაციის წევრი.
საკრებულოში მე ვიმუშავებ განათლების და კულტურის მიმართულებით, ასევე, ცხოველების უფლებების დაცვის კუთხით, ვინაიდან ვთვლი, რომ დღესდღეობით გორის მუნიციპალიტეტში სამივე პრობლემა მწვავედ დგას, ეს ჩემთვის გამოწვევა იქნება. არ დავიშურებ ძალას და ენერგიას ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

მე, ბექა ქორჩილავა, დავიბადე 1993 წლის 19 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში. დავამთავრე სოფელ შინდისის საჯარო სკოლა.
2013-2017 წლებში ვსწავლობდი ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც მომენიჭა საჯარო მმართველის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2014-2015 წლებში ვიყავი პროექტის „ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა სამეგრელოსა და შიდა ქართლში“ ტრენერი.
ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები მომავლისათვის XXI“ თანადამფუძნებელი, დაფუძნებიდან 2017 წლის 13 ივლისამდე, ვიყავი ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2014 წელსვე, დავაფუძნე არარეგისტრირებული სამთო სალაშქრო კლუბი „მოხეტიალე“, რომელსაც ვხელმძღვანელობდი 2017 წლის 30 ივლისამდე.
2014-2015 წლებში ვიყავი შემდეგი პროექტების მენეჯერი:
• პროექტი „დაწყებითი სამთო სალაშქრო მომზადების კურსი“.
• პროექტი ისწავლე და ასწავლე ყველას.
• პროექტი „გაანათლე საქართველო“.
2016 წელს შიდა ქართლში გავხსენით გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის შიდა ქართლის ფილიალი, რომელსაც ვხელმძღვანელობდი დაარსებიდან 2017 წლის 17 აპრილამდე.
ვარ მრავალი საერთაშორისო თუ შიდა ტრენინგების, სემინარების და საზაფხულო სკოლების მონაწილე. 2016 წლიდან ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი.
საკრებულოში მე ვიმუშავებ ახალგაზრდული მიმართულებით და განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ადამიანის უფლებების დაცვას. ახალგაზრდული პრობლემატიკის კუთხით დიდ ყურადღებას დავუთმობ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას რეგიონის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

თეონა მაისურაძე დავიბადე 1995 წლის 22 მარტს, ცხინვალის რაიონ სოფელ ქურთაში. 2008 წლამდე ვცხოვრობდი ცხინვალის რაიონის სოფ. აჩაბეთში.
2001-დან 2008 წლამდე ვსწავლობდი აჩაბეთის საჯარო სკოლაში, 2009 წელს სწავლა გავაგრძელე და დავასრულე ქალაქ გორის #5 საჯარო სკოლაში. 2013 წელს ჩავაბარე გორის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე.
პროფესიით ვარ ფინანსიტ-ეკონომისტი. 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ივნისამდე ვმუშაობდი მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალში". 2016 წლის მარტიდან ვარ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის წევრი. საკრებულოში მე ვიმუშავებ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით.
ვფიქრობ ყველაზე მწვავე პრობლემა დგას ამ კუთხით გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში და მეტი მუშაობაა საჭირო ჯანდაცვისა თუ სოციალური კუთხით, მაქსიმალურად ვეცდები ჩემი უფლება მოვალეობის ფარგლებში წვლილი შევიტანო ჩვენი თანამოქალაქეების სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში, ასევე, დიდ ყურადღებას დავუთმობ იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემების მოგვარებას და მათთვის მწვავე სოციალური ფონის შემსუბუქების მიზნით, აქტიურად ჩავერთვები პრობლემატური საკითხების გადაჭრისათვის მიღებულ ღონისძიებებში.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани