Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ერგნეთის შეხვედრაზე დასასწრებად სადამკვირვებლო მისია მედიისთვის სარეკომენდაციო განცხადებას აქვეყნებს
ერგნეთში, 16 ნოემბერს დაგეგმილ 82-ე და შემდგომ შეხვედრებზე, მედიის წარმომადგენლები იმ პრინციპებით იხელმძღვანელებენ, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეიმუშავა. ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას მისიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

,,როგორც თქვენთვის ცნობილია, შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში ყოველთვიურად იმართება. მედიის წარმომადგენლების დასწრება ყოველთვის მისასალმებელია. ყოველი შეხვედრის შემდეგ პრესრელიზი ქვეყნდება როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებსაიტზე, ასევე Facebook გვერდზე. შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ყველა მონაწილესთვის შეთანხმებული დღის წესრიგის განსახილველად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილეს შეეძლოს შეხვდრა და საკითხების განიხილვა პირისპირ და კონფიდენციალურად. ზოგჯერ, ასეთი კონფიდენციალური საკითხების განიხილვა ყავაზე შესვენებისა და ლანჩის დროს ხდება." - აღნიშნულია განცხადებაში.

მედიის დაშვების უზრუნველსაყოფად და, კარვის გარეთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის ნებისმიერი მონაწილის პირისპირ და კონფიდენციალური საუბრის დაცულობისთვის, შემოღებული იქნება შემდეგი დამატებითი სახელმძღვანელო პრინციპები:

• მედიის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც შეხვედრას აშუქებენ, გაიცემა მედიის ბეიჯი, მათთვის განკუთვნილ ადგილებში შესასვლელად;

• შეხვედრის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს მედიისთვის განკუთვნილ ადგილზე შესვლის საშუალება ექნებათ. შეხვედრის ოფიციალურ გახსნამდე, შესაბამის დროს, მედიის წარმომადგენლებს შეეძლებათ მივიდნენ შეხვედრის კარვის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე 15 წუთით ფოტო - ვიდეო გადაღებისთვის და აუდიო მასალების ჩასაწერად. ეს დრო მოიცავს შეხვედრის კარავში ორ (2) წუთიან დაშვებას პრეს ოფისის წარმომადგენლების თანხლებით;

• მედიის წარმომადგენლებს შემდეგ სთხოვენ მედიისთვის განკუთვნილ ადგილზე დაბრუნებას. თუ მედიის წარმომადგენლები შეხვედრის ადგილს დატოვებენ და მოგვიანებით დაბრუნების სურვილი ექნებათ, ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ყავა, ჩაი და გამაგრილებელი სასმელები ხელმისაწვდომი იქნება მედიისთვის განკუთვნილ ადგილზე;

• შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცემათ მივიდნენ შეხვედრის კარვის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტო - ვიდეო გადაღებისთვის და აუდიო მასალების ჩასაწერად.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის: სამუშაო ტელეფონი: + 995 591 227 069; ელ-ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020