Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
დავით რაზმაძე: ,,სტალინის ძეგლის დადგმა არ მოგვითხოვია"
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ სტალინის ძეგლის დადგმის თაობაზე, საქართველოს მთავრობის წინაშე, თვითმმართველობიდან მოთხოვნა არ გაუგზავნიათ.

ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა. მისი თქმით. ტელეკომპანია ,,თრიალეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში ის სწორედ ამაზე საუბრობს, რომლის სათაური მის სიტყვებს არ შეესაბამება.

,,მე ინტერვიუში განვაცხადე, რომ თუ მოსახლეობა მოითხოვს ძეგლის დადგმას, ეს მთავრობის გადასაწყვეტია და, შესაბამისად, ჩვენ მთავრობის გადაწყვეტილებას დაველოდებოდით, მაგრამ რადგანაც არ მოგვითხოვია დადგმა, აქედან გამომდინარე, არაფერსაც ველოდებით" - ამბობს რაზმაძე.

ინტერვიუ ადგილობრივმა ტელეკომპანიამ, რომლის მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი საკრებულოს წევრია ,,შენების მოძრაობიდან", რაზმაძესთან ორი დღის წინ ჩაწერა. მათ ვებ-გვერდზე გამოტანილია სათაური ,,გორში სტალინის ძეგლი ბრუნდება - გორის ხელისუფლება საქართველოს მთავრობის პასუხს ელოდება".

ინტერვიუში ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი ეკითხება:

,,ხომ არ არის შეთანხმება ამ ბიზნესმენებთან, რომლებიც სწორედ თქვენს გვერდით იდგნენ, ის რომ ძეგლი დაიდგას და ამის გამო ვართ თქვენს გვერდით და სწორედ ამის გამო გეხმარებით, რაზეც ეხლა თქვენ საუბრობთ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაზე გადაგაქვთ მთელი აქცენტი. ადგილობრივ ხელისუფლებას გისაუბრიათ ამაზე და ამ შემთხვევაში მერიც თანხვედრაშია თქვენს პოზიციებთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ", (სტილი დაცულია)

დავით რაზმაძე პასუხობს, რომ სწორედ მთავრობაზე გადააქვს აქცენტი, იქვე განმარტავს, რომ მისი აზრით უნდა იდგეს ძეგლი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის.

გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის ძეგლი 2010 წლის ივნისში აიღეს. ,,ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება მუზეუმის ტერიტორიაზე ძეგლის გადაადგილების შესახებ. 2010 წლის განკარგულება, რომელსაც ხელს მაშინდელი თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე აწერს, ჯერ არ შესრულებულა.

2013 წელს გორის საკრებულოში ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს. ქალაქში 5 ათასიანი ხელმოწერებები შეგროვდა, რომლითაც 2010 წლის განკარგულების აღსრულება მოითხოვეს. მაშინდელმა გამგებამ და საკრებულომ კულტურის სამინისტროს მიმართეს წინადადებებით, რომ ხელმოწერების საფუძველზე ძეგლის დადგმის უფლება მიეცათ. მუზეუმის ტერიტორია კულტურის სამინისტროს ბალანსზეა. 2013 წელსვე კულტურის სამინისტრომ ამის ნებართვა არ მისცა.

რაზმაძე დღეს ამბობს, რომ ნებართვის მოსაპოვებლად კულტურის სამინისტროსთვის აღარ მიუმართავთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020