Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გიორგი გიუნაშვილი აფხაზი მოქალაქის თავისუფლების სანაცვლოდ გაათავისუფლა
დღეს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ 2016 წლის ივნისში დაკავებული გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

ადგილობრივი უშიშროების კომიტეტის ცნობით, დაკავებული ჯერ დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელს გადასცეს, შემდეგ კი, - აფხაზ მოქალაქეზე უნდა გაცვალონ.

ამ პროცესში სოხუმის მხრიდან ზურაბ ლაკერბაია მონაწილეობდა. გიუნაშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ზურაბ ლაკერბაიამ გადასცა.

,,აფხაზეთის ხელისუფლება მადლობელია სამხრეთ ოსეთის მთავრობის მიმართ" - განაცხადა ლაკერბაიამ.

დღეს, ამ პროცესს, წინ ცხინვალში დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი უძღოდა.

გიორგი გიუნაშვილი წარმოშობით დისევიდანაა, რომელიც ამჟამად დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებაშია. მას ბრალი დივერსიის და ტერორისტულ საქმიანობაში დასდეს ბრალი. კერძოდ, ცხინვალის უშიშროების სამსახურის ცნობით, გიუნაშვილი 2004 წლიდან სხვადასხვა დივერსიულ აქტებში იღებდა მონაწილეობას და საქართველოს სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა.

,,კერძოდ, გიუნაშვილმა 2007 წელს სოფელ ხელჩუასთან აფეთქება ოსური სამხედრო ძალების სიახლოვეს მოაწყო, რა დროსაც ერთი ოსი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო, ერთი - დაიჭრა. ის ,,დისევის დაცვის" ჯგუფის წევრი იყო - იუწყებიან ცხინვალის სააგენტოები.

რა ვითარებაში მოხდა გიუნაშვილის დაკავება, უცნობია.

გიუნაშვილს ერთ თვეში სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რასაც საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. საქართველოს სახალხო დამცველმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად შეაფასა.

მან 2017 წლის თებერვალში მიმართავ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენებინა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

,,ე.წ. სასამართლოს ,,გადაწყვეტილება", ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები", არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 2017 წლის თებერვალშივე გავრცელდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) პირობას დებდა, რომ აქტიურად გააგრძელებდა აღნიშნული საკითხის განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) შეხვედრების ფარგლებში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020