Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
,,ლეოგრანდის" ხანძრისას დაღუპული ბექა შატაკიშვილი გორში გადაასვენეს
დაღუპულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა, 22 წლის ბექა შატაკიშვილი აღმოჩნდა. დედისერთა ვაჟის ცხედარი ბათუმიდან წუხელ წმინდაწყალზე გადაასვენეს.

ახლობლები ამბობენ, რომ ბექამ გარდაცვალებამდე დედას, დაახლოებით 8 საათზე, დაურეკა. უთხრა, რომ იღუპებოდა და თუ ვერ გადარჩებოდა, ყველაფერი ეპატიებინა. მას შემდეგ, ტელეფონზე აღარავინ პასუხობდა. დედა ბათუმში შვილის დასახმარებლად წავიდა. თან მთელი გზა ტელეფონზე ამაოდ რეკავდა. ეძებდა საავადმყოფოებში. ეუბნებოდნენ, რომ შესაძლოა, რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში ყოფილიყო. ,,როგორც ჩანს, არ უთხრეს მაშინვე ტრაგიკული ამბავი. სამი საათის განმავლობაში არც ტელეფონი არ პასუხობდა. ბოლოს უთხრეს, რომ გარდაცვლილი იყო კვამლისგან" - ამბობს ვერა ვართუმაშვილი, ოჯახის ახლობელი.

მისი თქმით, ბექა შატაკიშვილი ბათუმის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და, პარალელურად, ღვთისმშობლის სახელობის ბათუმის ტაძრის სტიქაროსანი იყო. სკოლაც ბათუმში დაამთავრა. ,,ბავშვობიდანვე, 9-წლის ასაკიდანვე ამ გზას გაჰყვა" - გვითხრა ვერა ვართუმაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. ხვალ, 27 ნოემბერს, გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, 24 ნოემბერს, სასტუმრო ,,ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. 25 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ საქართელოს პატრიარქი ილია მეორე მივიდა, მან დაღუპული სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. სასტუმროს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები და ქალაქის მერი.

„თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე დროა, ყველა ძალიან ვღელავთ, მძიმე წუთებია ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქელებისთვის და მინდა ყველას მივუსამძიმრო, მართლაც დიდი ტრაგედია. გამოძიება დაწყებულია, არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რომელსაც პასუხს გასცემს გამოძიება უახლოეს პერიოდში. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯერა ყველა ის ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლები იქნებიან, თუ კერძო კომპანიის წარმომადგენლები. იქნება მაქსიმალური რეაგირება, მაქსიმალური ჩართულობა ხელისუფლების და ძალიან მალე გვეცოდონება დეტალები“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020