Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
კომისია ახალ კორპუსებში ცხოვრების მსურველ 1221 დევნილი ოჯახის განცხადებებს სწავლობს
გორში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი სულ 1221-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. აღნიშნული ოჯახების მდგომარეობა მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.

კომისიის სხდომას დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო.

მუშაობის პროცესში კომისიის წევრები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული დევნილი ოჯახის მონაცემებსა და მონიტორინგის შედეგებს. გადაწყვეტილება კი ხმათა უმრავლესობით მიიღება.

კომისიის მუშაობის შედეგად, გამოვლინდება ის 480 დევნილი ოჯახი, რომლებსაც გორში 8 ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცემა. 480 ბინიდან 160-ერთოთახიანია, 240 -ოროთახიანი, 80 კი სამოთახიანი.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:

1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა;

2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;

3. კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.

განსახლების პროცესის პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმის შევსებაა, რის საფუძველზეც დევნილ ოჯახებს წინასწარი ქულები ენიჭებათ.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდგომ, შიდა ქართლის რეგიონში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პრობლემა პრაქტიკულად გადაიჭრება.

„გორში ავაშენეთ 8 ათსართულიანი კორპუსი, 480 ოჯახისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბინების რაოდენობა საკმარისია უკიდურესი საჭიროების მქონე დევნილი ოჯახებისა და ნგრევად შენობებში მცხოვრებთა განსახლებისთვის. 10-ზე მეტი ნგრევადი ობიექტი იხურება და იქ მცხოვრები 200-მდე ოჯახი ბინას ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, ხოლო დანარჩენი ბინები კრიტერიუმების მიხედვით ნაწილდება“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ

გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ერთად, შედიან სახალხო დამცველის აპარატის, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHRC), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), ასოციაცია „თანხმობის“, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ის ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის.



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020