Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტი ლუკა ლომთაძე სტაჟირებას გაივლის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის სათავო ოფისში. ლუკა ფეისბუქმა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ფეისბუქში დასაქმდა.

ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი ვიზიტით გაემგზავრა სან დიეგოში. ამ შესაძლებლობას უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსის სტუდენტებს ყოველწლიურად სთავაზობს. კალიფორნიაში ჩასვლიდან მალევე გადაწყვიტა ფეისქბუქის ყველაზე მოთხოვნად პროგრამაში მონაწილეობის მიღება. წარმატების მისაღწევად სათავო ოფისში გაიარა ორი ტექნიკური გასაუბრება რომელშიც დეტალურად გამოცადეს მისი შესაძლებლობები პროგრამირების საოლიმპიადო ამოცანების ოპტიმალურ ამოხსნაში.

„ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“, ამბობს ლუკა და იხსენებს ფეისბუქის რეკრუტერის ნათქვამს, რომ მენლო პარკში მარკ ცუკერბერგსაც შეხვდება.

ყოველწლიურად ფეისბუქში 250 000 აპლიკაცია შედის სოფტვეარ დეველოპმენტის განხრით საიდანაც სტატისტიკურად მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე. ეს სირთულის დონით ერთერთი ყველაზე რთულად მისაღწევი წარმატებაა მსოფლიოში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანის აზრით ლუკა სტუდეტური წარმატების შესანიშნავი მაგალითია. „ჩვენი პროგრამის მიზანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში. ლუკა ერთ-ერთია იმ მრავალი სტუდენტიდან, ვინც ამ შესაძლებლობის წყალობით მიაღწევს წარმატებას" - განაცხადა კენ უოლშმა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში - 35,000 სტუდენტით და 130 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით კვლევითი საქმიანობისთვის. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში STEM დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020