Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
კვლევა: სოციალურად დაუცველების უმრავლესობა დასაქმებაზე უარს ამბობს
სოციალური მომსახურების სააგენტოში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება პროგრამა „დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“.

პროექტი, 2015 წლის აგვისტოში, ტენდერში გამარჯვებულ სლოვაკურ-უნგრულ-ჩეხურ კონსორციუმთან ერთად, დაიწყო. ის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და საქართველოსაც მოიცავს.

სამუშაოს მაძიებელი სოციალურად დაუცველები უნდა დარეგისტრირდნენ WorkNet-ში, სადაც მიუთითებენ თავიანთ მონაცემებს (განათლება, პროფესია, უნარები და ა.შ.). ვაკანსიის გაჩემის შემთხვევაში უკავშირდებიან მას და ასაქმებენ.

როგორც ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ამჟამინდელი მონაცემებით, პილოტის საფუძველზე, 600-მა სამუშაოს მაძიებელმა WorkNet-ში შექმნა საკუთარი პროფილი.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, სამსახურის დაწყების თაობაზე, შეთავაზება მისცეს ისინი არ დათანხმდნენ მას. მათი აზრით, ანაზღაურება იქნებოდა გაცილებით ნაკლები, ვიდრე სოციალური დახმარება და შესაბამისად, კიდევ უფრო დამძიმდებოდა მათი ყოფა.

ამის შესახებ იმ კვლევაშია საუბარი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ დაკვეთით, გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, ბენეფიციარების უმრავლესობისთვის მწვავე პრობლემაა სოციალურად დაუცველის სტატუსის შეჩერების შიში და უმუშევრობა.

კვლევა ჩატარდა „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.

სოციალურად დაუცველებს მიაჩნიათ, რომ ერთჯერადად ჩარიცხული ფულადი დახმარება ან სხვა სახის შემწეობა, შესაძლოა გახდეს სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი. ბენეფიციარები ამბობენ, რომ იმ სოციალური სერვისებით, რომლებიც დღესდღეობით არსებობს, ვერ ხერხდება მათი პრობლემების სრულად მოგვარება, თუნდაც საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული ხარჯების გარდა, არსებობს სხვა ხარჯები, რომელთა დაფინანსებასაც ისინი ვერ ახერხებენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020