Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
გორელი მძღოლი რუსთავში დააჯარიმეს - ორი ქალაქის სასამართლო საჩივრის განხილვაზე ვერ თანხმდება
მძღოლს, რომელიც გორშია დაბადებული, თუმცა საპატრულო ჯარიმა რუსთავში
გამოუწერეს, ორი ქალაქის სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი უთხრა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა ადვოკატმა
სასამართლო გადაწყვეტილებები წარუდგინა.
საქმე ეხება 2017 წლის 28 მარტს გამოწერილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც ერთ თვეში რუსთავის სასამართლოში გასაჩივრა. ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილის მიხედვით შედგა. (ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია).
საპატრულო, 250-ლარიანი ჯარიმა მოქალაქემ რუსთავის სასამართლოში 2017 წლის 28 აპრილს შეიტანა. 2017 წლის პირველ მაისს რუსთავის მოსამართლემ მის განხილვაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ საჩივარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, უნდა განხილულიყო.
რუსთავიდან გორში გადაგზავნილი საჩივარი გორის მოსამართლემაც არ განიხილა. მისი აზრით, საჩივარი იმ სასამართლოს უნდა განეხილა, სადაც ოქმი, - რუსთავში გამოიწერა. მეტი სიცხადისთვის, საჩივარი, ე.წ. განსჯადობის გასარკვევად, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას მიაწოდა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გორელ მძღოლის საჩივარი, კვლავ, რუსთავში დააბრუნეს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა მასალები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს, შეამოწმეს რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (მე 20-ე მუხლი) გათვალისწინებული განსჯადობის წესები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა აირჩია განსჯადი სასამართლო და საჩივარი წარადგინა სამართალდარრვევის ჩადენის ადგილის მიხედვით.
შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, განსჯადობის საკითხი საჩივრის ავტორის არჩევანის შესაბამისად, გადაწყდა. 2017 წლის ნოემბერში (9 თვის შემდეგ) საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани