Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
გორელი მწყემსი დახოცილი ძროხების გამო ოთხი ქარხნის ხელმძღვანელს უჩივის
ელგუჯა სადაღაშვილს კომბინატის ტერიტორიაზე 4 სული საქონელი დაეხოცა.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახი პასუხს ოთხ კომპანიას სთხოვს.
თითოეული მათგანის წარმომადგენელი ზარალის ანაზღაურებას არ
აპირებს.
საქმე იმაშია, რომ ძლიერი ქარისა და წვიმის დროს, ელექტროსადენი ჩამოწყდა და დენი, წყლის გავლით, საქონელზე გადავიდა. ძროხები დაიხოცა. ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, წისქვილკომბინატის, ასფალტისა და წვენების ქარხნების წარმომადგენლები ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმეს.
,,როგორც აღმოჩნდა, არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული. კერძოდ, ხაზის გაწყვეტის შემთხვევაში, დენი ავტომატურად უნდა გათიშულიყო, რაც არ მომხდარა“ - განუცხადეს დღეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ენერგო პრო ჯორჯიაში“.
რაც შეეხება მოქალაქისთვის მიყენებულ ზიანს, ელგუჯა სადაღაშვილი იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა. ის მოპასუხე მხარედ ხუთ კომპანიას, მათ შორის, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ასახელებს.
,,სასამართლოში შემოვიდა სარჩელი მოქალაქე ელგუჯა სადაღაშვილისგან, რომელიც ძროხების დახოცვის გამო, სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. განცხადება დარეგისტირებულია და დაიწყება სასამართლო განხილვები,“ - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მოსამართლის თანამშემწემ.
,,ენერგო პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ სადენების ჩამოწყვეტის ფაქტზე პასუხს არ აგებენ..
,,ეს მთავარი ხაზი იწყება წისქვილკომბინატიდან, სადაც ტრანსფორმატორი დგას. შემდეგ გაივლის ასფალტის ქარხანას და მიდის საკონსერვომდე. კონკრეტულად, რა ტერიტორიაზე მოხდა ხაზის ჩამოწყვეტა, არ ვიცით. არ გვეკუთვნის ჩვენ,“ - განმარტეს ,,ენერგო პრო ჯორჯიაში“.
საკონსერვო ქარხანა, რომლის ამჟამინდელი სახელწოდებაა ,,ბატონო“, პასუხისმგებლობას არ იღებს. ადმინისტრაციის ფინანსურ სამსახურში დეტალებს არ იცნობენ.
რაც შეეხება დანარჩენ კომპანიებს, შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“-ის წარმომადგნლებიც აცხადებენ, რომ ისინი არ არიან ვალდებული მოქალაქეს დახოცილი საქონლის თაობაზე, ზიანი აუნაზღაურონ.
რომელ კომპანიას დაეკისრება ან საერთოდ დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა, ამას სასამართლო გადაწყვეტს. გორში ,,წისქვილკომბინატი“; ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“; კომპანია ,,ბატონო“ და მის ბაზაზე არსებული ბავშვთა კვების ობიექტი, ყველაზე მსხვილი საწარმოებია, მათ შორის, საქართველოში, რომელთა ფინანსური ბრუნვა რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს. წისქვილკომბინატის" ბრუნვა 2012 წელს იყო - 31 000 000 ლარი; ხოლო ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის ბრუნვა - 5, 936 000 ლარი იყო.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани