Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ჯავის, ახალგორის, ზნაურის(ყორნისი) და ცხინვალის რაიონის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ოთხივე რაიონის ხელმძღვანელებმა დღეს ცხინვალში პრესკონფერენცია გამართეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოთხივე მათგანმა იდენტურ პრობლემებზე ისაუბრა.

ათეულობით სოფელში არასაკმარისია, ან საერთოდ არ არის სასმელი წყალი, დაზიანებულია გზები, არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი. ცხინვალის რაიონის ხელმძღვანელის, ალან ფილიევის განცხადებით, 2017 წელს 17 კმ სიგრძის წყალსადენი შეკეთდა, თუმცა გასაკეთებელია კიდევ 11 კმ სიგრძის მილი.

როგორც აღმოჩნდა, შედარებით, კარგი მდგომარეობაა ცხინვალის რაიონში, რადგან, ალან ფილიევის თქმით, დაიგო 11 კმ სიგრძის გზა. სულ მის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გზების სიგრძე 43 კმ-ია.

რაც შეეხება სხვა რაიონებს, ახალგორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ რაიონში გზების პრობლემა მოგვარდება, თუმცა, არ უთქვამს, ეს როდის მოხდება. მისი განცხადებით, 2017 წელს, რაიონში 12 კმ სიგრძის გზა მოწესრიგდა.

,,გზებზე პრობლემებია, ყველგან არ არის წყალი, არ არსებობს ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა, მოსახლეობის პასპორტიზაციის საკითხი არ მოგვარებულა." - აღნიშნა შეხვედრაზე.

ზნაურის (ყორნისის) რაიონში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია - თქვა რაიონის ხელმძღვანელმა ინალ გაბარაევმა. მისი განცხადებით, მალე დაიწყება ვახტანა-თერგვანის წყალსადენის გაკეთება, რომელიც 100-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყლით უზრუნველყოფს. ასევე უახლოეს დღეებში დასრულდება სოფელ გობოზაანის წყალმომარაგების სამუშაოები.

,,წელს ზნაურში მოვახერხეთ ქუჩების მოასფალტება და ასევე მეზობელი ათი სოფლისკენ მიმავალი გზის შერემონტება, მუგუთისკენ, უბიათისკენ, ბეკმარისკენ და ა.შ." - განაცხადა ინალ გაბარაევმა.

ჯავის რაიონის ხელმძღვანელმა ურუზმაგ მაკოევმა თქვა, რომ რაიონში წყლის პრობლემა მოგვარებულია, აღდგენილია სკოლები და საბავშვო ბაღები. ადრე, მუდმივი გაჟონვის გამო, წყალი მოსახლეობას გარკვეული დროით მიეწოდებოდა. ,,დღეს, მიმდინარეობს სოფელ წრუმდე სასმელი წყლის საკითხის განხილვა," - აღნიშნა მან. ურუზმაგ მაკოევის განცხადებით, გაზაფხულზე 5 კმ სიგრძის გზა გაკეთდება.

პრესკონფერენციაზე, დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის მიერ დანიშნულმა, რაიონის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობას მეტი ყურადღება ჭირდება. ,,ფერმერები ფულს ითხოვენ სახელმწიფოსგან, მაგრამ ამ ფულს სხვა მიზნებისთვის იყენებენ" - განაცხადა გაბარაევმა, ზნაურის (ყორნისის" ხელმძღვანელმა.)

სოფლის მეურნეობის განვითარების ხელისშემშლელი კიდევ ერთი ფაქტორია ფერმერების საკმარისი გამოცდილება და ცოდნა. ამ თვალსაზრისით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს. ორგანიზაციის მხარდაჭერით, ადგილობრივი ფერმერები კრასნოდარში სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო კურსებზე, რეგულარულად, დადიან. ამასთანავე, ICRC- მა ფერმერებს "ბელარუსის" ტრაქტორი გადასცა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020