Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
საფეხბურთო კლუბი ,,სამაჩაბლო" სტადიონებიდან განდევნეს
გუნდი, რომელიც ,,სამაჩაბლოს" სახელწოდებით 2017 წლის ზაფხულში დაფუძნდა, დღეს დაშლის პირასაა. ამის შესახებ კაპიტანმა ნოდო მერებაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ისაუბრა.

მისი თქმით, ამ მოკლე პერიოდში, ფეხბურთელებმა ორი - ,,ახალბაღისა" და ,,ქართლის" სტადიონები გამოიცვალეს. მესამედ იძულებულები გახდნენ, სავარჯიშოდ, ქალაქის ერთ-ერთ უბანში არსებული, ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი გამოეყენებინათ.

მინისტადიონზე კი, გასახდელები არ არსებობს, დამტვრეულია კარებები, ფანჯრები, საპირფარეშო. ის 2017 წლის დასაწყისში, სხვა ათ მინისტადიონთან ერთად, გაარემონტეს, სადაც 1,5 მლნ ლარზე მეტი დაჯდა.

,,თავიდან 200-მდე ბავშვი ვიყავით. გუნდი აიპის სახით ჩამოყალიბდა და საპატიო ხელმძღვანელად პარლამენტარი მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს. დამფუძნებლებისა და ჩვენი, ბავშვების ხელშეწყობით, შეჯიბრებებზე ჩვენი ხარჯებით ვმონაწილეობდით. ასპარეზობა მეხუთე ლიგაში დავიწყეთ, თუმცა მოულოდნელად დაბრკოლებები შეიქმნა," - ამბობს ნოდო მერებაშვილი.

,,სამაჩაბლოს" გუნდის წევრები ჯერ გორის ,,გორის" სტადიონზე არ შეუშვეს, შემდეგ ,,ქართლის" სტადიონიც დაუკეტეს. ორივე სტადიონი გადაცემული აქვს ,,დილას" სტადიონის აღმასრულებელ ხელმძღვანელს გია ისიანს. მის დაქვემდებარებაშია, სწორედ, ზემოჩამოთვლილი ორი სტადიონი.

ეს ამბები ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დღეს ჟურნალისტებს გააცნეს. ,,გორისა" და ,,ქართლის" სტადიონის მეთვალყურე ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა, ასევე, ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ ,,სამაჩაბლოს" გუნდის დამფუძნებლები.

ირკვევა, რომ ააიპ ,,საფეხბურთო კლუბი სამაჩაბლო" ჯერ არც ერთ სახელმწიფო უწყებას დაუფინანსებია. ნოდო მერებაშვილის თქმით, 200 აღსაზრდელი ფეხბურთელიდან, ამჟამად, დაახლოებით 50-ნი დარჩნენ.

,,საკუთარი სახსრებით მოვაწყეთ ერგნეთის სტადიონი, სადაც ტურნირებს ვმართავდით, სავარჯიშოდ კი, გორში ვიკრიბებოდით ხოლმე. ჩვენს გუნდში გაწევრიანებულები არიან დევნილები კოტეჯებიდან. ერგნეთში დაგეგმილი ტურნირები, სწორედ, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ეს ფეხბურთლები მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყვნენ საკუთარ ტერიტორიასთან, თუმცა, იდეას ხელისშემშლელი პიროვნებები გამოუჩნდნე" - აცხადებს ნოდო მერებაშვილი.

აქცია-ვარჯიშის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ კლუბის დაფინანსება მოხდება, თუმცა, სავარჯიშო სტადიონის ბედი უცნობია. ხვალ გორში სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან, სადაც ოფიციალურად გაირკვევა ,,სამაჩაბლოს" მომდევნო გეგმების შესახებ.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020