Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
გუბერნატორის მანქანებს ტექმომსახურება წელიწადში 60-ჯერ დაჭირდა
მას შემდეგ, რაც შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა, უწყებას ტექმომსახურება 60-ჯერ დაჭირდა. ეს იმ დოკუმენტებით ირკვევა, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია.

ჯამში, ტექსმომსახურებაზე 2017 წლის 3 თებერვლიდან (დანიშვნიდან) დღემდე დაახლოებით 22 200 ლარი გაიხარჯა.

ხელშეკრულებებია გაფორმებულია კომპანიებთან: ,,მოქლონი“, ,,მოტოსტარტი“, ,,იბერია ავტო“, ,,იბერია ლენდი“, ,,თეგეტა მოტორსი“, ,,ტოიოტა ცენტრი“ და რამდენიმე ინდმეწარმესთან.

ყველაზე მეტი მომსახურება ,,ტოიოტა ლენდკრუიზერ LC 200"-ს დაჭირდა, რომელიც 2012 წლის გამოშვებაა და გუბერნატორზეა განპიროვნებული. აღნიშნულ მანქანის მომსახურების თაობაზე 20 ხელშეკრულებაა დადებული, მათ შორის, ხუნდების, დისკების, ძრავის ზეთების, საბურავების და ა.შ. შესყიდვაზე.

22 ათასი ლარიდან 6 586 ლარი კონკრეტულად ,,ტოიოტა LC 200"-ს ხუნდებს, საბურავებს, ზეთებს და ა.შ. მოხმარდა. მაგალითად, ძრავის ზეთი სამჯერ გამოცვალეს: მარტში, ივლისში და აგვისტოში.

გუბერნატორი იყენებს ასევე კიდევ ერთ ,,ტოიოტას“ (LC -150)-ს, რომლიც თბილისში ,,სიტი პარკს“ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე (საცხოვრებელი ბინის წინ) სამჯერ ჰყავს დაჯარიმებული.

გუბერნატორის ადმინისტრაციას ემსახურება:

1. ტოიოტა ლენდკრუიზერი LC 200 (2012 წლის გამოშვება)
2. ტოიოტა ლენდკრუიზერი LC 150
3. ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო
4. ,,მიცუბიში“ L 200
5. სამი ერთეული - ,,შკოდა ოქტავია“
6. ერთი ერთეული - ვაზ #21213

საწვავი


2017 წლის 25 დეკემბერს გუბერნატორის ადმინისტრაციამ 28,6 ტონა ,,რომპეტროლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავის ტალონები შეიძინა. ჯამში 60 000 ლარის ღირებულების.

აქედან 2018 წლის იანვარში უკვე, 4,2 ტონა გამოიყენეს. მიღება-ჩაბარების აქტები უკვე გააფრომეს.

28,6 ტონა ბენზინიდან 10 ტონა, 2 მანქანაზე, კერძოდ, გუბერნატორის სახელზე განპიროვნებულ ,,ტოიტოტა ლენდკრუიზერ LC 200”-სა და  ,,მიცუბიში L200”-ზეა გათვალისწინებული.

დოკუმენტების მიხედვით, ირკვევა, რომ ცალკე აღებულ 10 ტონა ბენზინიდან, მიმდინარე წლის იანვარში, 1,2 ტონა უკვე დაიხარჯა.


ჯარიმები

2017 წლის განმავლობაში თბილისში ,,სიტი პარკმა“ გუბერნატორის ორ მანქანაზე ჯარიმა 7-ჯერ გამოწერა, აქედან, ოთხი ,,ტოიტოტა ლენდკრუიზერ LC 200”, ხოლო სამი - ,,ტოიოტა ლენდკრუიზერ LC 150-ის“ არასწორი დგომის გამო.

პირველი მანქანა გორის გამგეობას (2014 წლის პერიოდის უწყებას და დღემდე არაა გადაცემული მერიას) ეკუთვნის, ხოლო მეორე მანქანა - გუბერნიას.

ჯარიმები წლის სხვადასხვა დროსაა გამოწერილი, ყველა ვაჟა-ფშაველას #39-თან. 210 ლარი დღემდე არაა გადახდილი. ბინა, რომელიც მეუღლეზეა გაფორმებული, ვაჟა-ფშაველას #45-ში მდებარეობს.

ერთ-ერთი 10-ლარიანი ჯარიმა 9 თვის წინ დააკისრეს და დღემდე არ გადაუხდია. ამის გამო, საურავი დაეკისრა და ამჟამად, ერთ კონკრეტულ 10 ლარიან დარღვევაზე 160 ლარი აქვს საუარავი.


ფოტოებზე: ,,სითი პარკის" მიერ დაჯარიმებისას გადაღებული ფოტოები
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020