Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
გორის სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პირი გაამართლა
დღეს, გორის სასამართლოში ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი გაამართლეს. მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიუხედავად, სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

,,რატომ ვიჯექი 5 თვე?“ - ამბობდა იგი. მისი ინტერესების დამცველი ნინო შავშიშვილი აცხადებს, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ოჯახური ძალადობის ფაქტი არ გამოიკვეთა.

იგივე განაცხადა მოსამათლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა, რომელმაც სხდომაზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. გამოცხადების შემდეგ, განმარტებაც კი, გააკეთა. მარსაგიშვილი ამბობს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილისთვის გათვალისწინებული გარემოებები სახეზე არ გვაქვს.

,,მთავარი პრობლემა იცი, რა არის? ბოლო დროს გამოიკვეთა ტენდეცია, როდესაც მეუღლეები ქმრების წინააღმდეგ არ აძლევენ ჩვენებებს“ - განაცხადა პროკურორმა ია მეფარიშვილმა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მეუღლემ ქმრის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.

,,ეს მისი კანონიერი უფლებაა. კანონში განმარტებულია, რომ პირს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ“ - აღნიშნა ადვოკატმა.

პროკურატურის ბრალდებით, 2017 წლის სექტემბერში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ქმარმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ყვირილის გაგონებაზე ,,მიშველეთ“, საპატრულო პოლიცია მეზობელმა გამოიძახა.

ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ის მეუღლესთან შესარიგებლად იყო მისული, რასაც მეორე მხრიდან აღელვება მოჰყვა. პროკურორი აპელირებდა იმ გარემოებაზეც, რომ ქმარს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ,,შემაკავებელ ორდერზე რომ აპელირებთ, მაშინ იკითხეთ, რატომ ვცხოვრობდით ერთად ორდერის შემდეგ?“ - განაცხადა აწ უკვე ყოფილმა პატიმარმა.

ადვოკატი ზაზა გიგაური ამბობს, რომ პროკურატურას, ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, საქმის წარმოება უჭირს. დღეს, ერთ-ერთ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ისიც ბრალდებულის ინტერესებს იცავდა. მისი აზრით, სამართალდამცავ ორგანოებს მეტი პროფესიონალიზმის გამოვლენა ჭირდება.

ოჯახური ძალადობის მუხლით მიმდინარე სასამართლო პროცესებს მონიტორინგს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები უწევენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020