Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
დე-ფაქტო რესპუბლიკაში აღიარებენ, რომ პატიმრის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს
ცხინვალში 35-წლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე,
საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის მხრიდან დამატებით ინფორმაციის
მიწოდებას ითხოვს. არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავეს.
ცხინვალის ,,კგბ"-ს მტკიცებით, მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა
გამოიყენეს, რადგან იზოლატორში გადაყვანის დროს, ბადრაგს იარაღი
წაართვა და თვითმკვლელობა სცადა.
რაც შეეხება სხეულის მრავლობით დაზიანებებს, ,,კგბ"-ს მტკიცებით, დაკავებულს კიბეზე ფეხი დაუცდა და დაგორდა. ასევე, ასახელებენ მობილურ ტელეფონს,სადაც სამხედრო ბაზების ფოტოები აღმოჩნდა.
დღეს, დილით, ცხინვალის მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი საავადმყოფოში, გულის უკმარისობით, გარდაიცვალა.
დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილი საქართველოს სამხედრო ძალების წარმომადგენელი და, ამავე დროს, საქართველოს შს სამინისტროსთან დაახლოებული პირი იყო.
,,1983 წელს დაბადებული არჩილ. ტ-შვილი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში 2004-2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ცხინვალის პროკურატურამ მას ,,გენოციდის" ბრალდება წაუყენა, რადგან ცხინვალის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დივერსიის მოსაწყობად იყო გადასული" - აღნიშნულია რუსულენოვან საიტებზე.
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით კი, გარდაცვლილი, ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთის მკვიდრი იყო. ამავე წყაროს ინფორმაციით, გამშვებ პუნქტთან შელაპარაკება მოუვიდა დე-ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებთან. შემდეგ კი, იგი ორ პირთან ერთად, დააკავეს.
,,ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას 23 თებერვალს აცნობა წყარომ ოკუპირებული ახალგორიდან. წყაროს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი უპრობლემოდ კვეთდა ახალგორთან არსებულ ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს. რაც შეეხება დე ფაქტო უშიშროების კიმიტეტის განცხადებას, რომ არჩილ ტატუნაშვილი ეჭვმიტანილი იყო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასა და ოსების გენოციდთან კავშირში, რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დროს სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა. წყაროს ცნობითვე, ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილის და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს" - წერს რადიო თავისუფლება.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани