Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ეკატერინე გაბაშვილის სახლ-მუზეუმი ახალქალაქში
,,შაბათ საღამოზე შაშვეთის გასათხოვარი გოგოები შეგროვდნენ და, რადგან წყარო სოფელზე მოშორებით იყო, ჩვეულებისამებრ ერთად წყალზე წავიდნენ. გულჩათუთქული მაროც იმათ გაჰყვა. გოგოებმა აავსეს კოკები და წყლის ნაპირას დასხდნენ. ლაპარაკი, რასაკვირველია, ხვალინდელ ქორწილზე იყო.
_ მარო, გინახავს შენი საქმრო?
_ ჩემთვის სულ ერთია, - ამოოხვრით უპასუხა მარომ, - თუნდა ვნახო, თუნდა არა. ჩემი თვალები თავის დღეში ვეღარავის ვერ მოიწონებენ.
ყველამ კოკები მხარზე შეიწყვეს და შეუდგნენ პატარა გორას, რომელზედაც სოფელი იდგა. შუა გზაზედ რომ მივიდნენ, უკანიდგან საჩქაროდ ვიღაც მოეწიათ და ელვის სიჩქარით მაროს ბეჭებში ხანჯალი ჩაარჭო. გოგოებმა შიშისაგან კოკები დაჰყარეს და წივილ-კივილით სოფელში აცვივდნენ.
მაროს კრინტი არ ამოუღია, მარტო ხელები გააქნია და უსულოდ დაეცა პირქვე.
პავლემ ხანჯალი ამოიღო და სისხლმა რომ თავ-პირზე შეასხა, პატარა ხანს გონზე მოვიდა, გადმოაბრუნა მარო და მხურვალედ ჩაეკონა.
_ ახლა ჩემი ხარ, ჩემი, შენს თავს ვეღარავინ წამართმევს, - აღტაცებით ჩასტუტუნებდა უსულო მაროს. - თუ აქ არა, იქ ხომ შევეყრებით ერთმანეთს. ახლა ჩემი რიგია! - დაავლო ხელი ხანჯალს, მაგრამ ამ დროს გარს შემოერტყა მთელი სოფელი და პავლე დაატყვევეს.
პავლეს დედა ტასიას შვილის ელდამ დამბლა დასცა; წაერთვა ჯანი და გონება და მადლიც მოუვიდა: გონებადაბნეული ტასია აღარ გრძნობდა მაინც შვილის უბედურებას.
ერთი კვირის უკან გამომძიებელი მოვიდა. პავლეს გამოჰკითხეს მოკვლის მიზეზი, მაგრამ ის რაღაცას ბოდავდა. ამ ერთი კვირის განმავლობაში ერთ წამსაც არ მოსულა პავლე გონებაზე, ის სულ სისხლზე და უსამართლობაზე ლაპარაკობდა. ადგილობრივი გამოძიების შემდეგ პავლე ქალაქის ციხეში გაისტუმრეს მართლმსაჯულების ასასრულებლად.

* *
ორი წლის შემდეგ ქალაქის სატუსაღოს ლაზარეთში გარდაიცვალა ჭლექით ოცდარვა წლის ყმაწვილი კაცი. უპატრონოდ, ხის კუბოთი ჩაუშვეს ის უბედური საფლავში. არც ერთი ცრემლი არ ჩამოვარდნილა; არც ერთი მეგობრული სიტყვა არა თქმულა ამ უდროოდ გაფუჭებულის ყმაწვილი კაცის საფლავზე.
ლაზარეთში, ავადმყოფების სიაში, ეს კაცი ასე ჩაეწერათ: ‘‘კაცისმკვლელი, პავლე ცოდვისშვილი’‘.


ნაწყვეტი ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობიდან ,,რომანი დიდ-ხევაში"

-------------------------------------------------------------------------------------

ფოტოზე: ეკატერინე გაბაშვილი მეუღლესთან და შვილიშვილებთან ერთად
ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილი,  (1851-1938)
ალექსანდრე გაბაშვილი
მარო (მარიამ) მაყაშვილი, ეროვნული გმირი (1902-1921)
შალვა მაყაშვილი, მხატვარი (1903-1990)

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ეკატერინე გაბაშვილის სახლ-მუზეუმია. დღეს იქ მისი შთამომავლები ცხოვრობენ და, როგორც მეზობლებმა გვითხრეს, სახლს ზაფხულობით სტუმრობენ. ქუჩას, სადაც სახლ-მუზეუმი დგას, სახელი შეუცვალეს. რამდენიმე წლის წინ, ეს ქუჩა ეკატერინე გაბაშვილის სახელს ატარებდა. ახლა ჯავახიშვილის სახელობისაა. ეზოებს აბრები აღარ აქვს, აღარც ეკატერინე გაბაშვილის სახლს.

,,გაბაანთ უბნის" მიგნება მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდ სოფელში უკითხავად ძნელია. თუმცა, ამ სოფელში ყველამ იცის მისი სახლი. ახალქალაქში დიდი ქართველი მწერალი ზაფხულობით ცხოვრობდა. ბიოგრაფიული მონაცემებით, ის, სწორედ აქ გარდაცვლილა.

ეკატერინე გაბაშვილი 1851 წელს დაიბადა გორში. ხელმოკლე ოჯახში. უმაღლესი განათლება არ მიუღია. დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში 1868 წელს. პირველი ნაწარმოები "გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ" გამოაქვეყნა 1870 წელს "დროებაში". მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები — პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატიურა, სურათი.

მისი მოთხრობები, განსაკუთრებით, რეალისტურად ასახავს იმ პერიოდის ქალების მდგომარეობას. მისი შემოქმედების მკვლევარები წერენ, რომ ამის გამო, ბევრჯერ გაუკრიტიკებიათ.

,,დღეს თქვენ სძრახავთ დედა-კაცს რომ იმას თვალები შეძლებული საქმროს დასაჭერათა აქვს დაჭყეტილი. ეგ მართლაც საძრახისია და ზნეობით დაცემის ნიშანია, მაგრამ ის მხოლოდ მაგიერს გიხდით თქვენ! თქვენ, რომლებიც დედა-კაცის პატივს და ღირსებას მხოლოდ იმის მზითვის რაოდენობით ზომავთ“. (ეკატერინე გაბაშვილი, „ივერია“, N209).

ეკ. გაბაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული საბავშვო მწერლობის განვითარებაში. იგი იყო ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შემდგომ კი მისი აქტიური თანამშრომელი. მისი საბავშვო მოთხრობები ქართულ სახელმძღვანელოებშია შეტანილი. დაწერილი აქვს ,,მაგდანას ლურჯა“, „ღვინია გადაიჩეხა“, „ჭიაკოკონა ღამეს“, „სოფლის მეგობარი“, „თინას ლეკური“, „სოფლის მასწავლებელი“, „დედის მარჯვენა ხელი“ და სხვა მისი ხელშეწყობით დაარსდა ჭრა-კერვის შემსწავლელ ქალთა სკოლა; ღარიბ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას, ეხმარებოდა ქალებს დაწყებითი განათლების მიღებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020