Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
რეგიონებში მომუშავე აგრონომებმა ტრენინგები გაიარეს
საქართველოში მომუშავე აგრონომებმა ტრენინგები გაიარეს, სადაც ჩართული იყო საქართველოს 10 რეგიონის წარმომადგენელი. პრაქტიკული სესიები 7 ქალაქში ჩატარდა, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, რომ აშშ სოფლის განვითარების კუთხით საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი ქვეყანაა.

„ექსტენციის სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დარგის განვითარებისთვის, ვინაიდან სწორედ ექსტენციის მეშვეობით ფერმერთან ჩვენ მიგვაქვს ცოდნა და ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რათა ამაღლდეს მათი კონკურენტუნარიანობა. ეს პროექტი ამას ემსახურებოდა, რომ ჩვენი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებმა, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ფერმერებთან, ამ სასერთიფიკაციო კურსებში აღიჭურვნენ ახალი უნარჩვევებით, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული და სამომავლოდ ამ ცოდნას გადასცემენ ფერმერებს,“ - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მსგავსი პროექტების განხორციელება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვასწავლოთ ფერმერებს და გავუზიაროთ მათ ის ინფორმაცია, რაც მართლა გამოადგებათ მომავალში, ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ თავიანთი ცოდნა გაუზიარონ სხვებსაც, რათა უფრო მეტად შეუწყონ ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას,“ - განაცხადა ბროკ ბირმენიმ.

პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებმა პრაქტიკოსი აგრონომების ცოდნის გაღრმავება, ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების, მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის, არატრადიციული კულტურების და ახალი ჯიშების შესახებ ამომწურავი ინფორმაციამიიღეს, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ექსტენციის სერვისის ეფექტიანობის გაზრდას.რეგიონალურ უნივესრიტეტებში ჩატარდა რამდენიმე სემინარი ისეთ აქტუალურ თემებზე, როგრიცაა მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებია.

პროგრამა განხორციელდა საქართველოს აგრარული და სამი რეგიონული უნივერსიტეტის მეშვეობით, და საქართველოს მასშტაბით, მასში მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების 103-მა თანამშრომელმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბროკ ბირმენიმ პრაქტიკოს აგრონომების ტრენინგ პროგრამის დახურვის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020