Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ძაღლების დასაჭერად გორში სპეციალური ფორმებით აღჭურვილი პირები გამოჩნდებიან
გორის საკრებულოს წევრები, დღეს, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის
დირექტორს თამარ აფციაურს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ქალაქ გორში,
მიუსაფარი ძაღლებისგან მოქალაქეების დაკბენის შემთხვევებს და, მისი
აღმოფხვრის მიზნით, თავშესაფრის თანამშრომლების მხრიდან გაწეულ
მუშაობას.
,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი საკრებულოში, მიშა გოგინაშვილი ამბობს, რომ თავშესაფრის მუშაობით მას შემდეგ იქნება კმაყოფილი, როდესაც მოსახლეობა იქნება კმაყოფილი.
,,ქალბატონმა თამარმა წარმოადგინა თავისი შეხედულებები, ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რასაც ეს ორგანიზაცია აკეთებს და, ასევე, ისაუბრა იმაზეც, რა ხელისშემშლელი ფაქტორები ახლავს. ეს პირველ რიგში ეხება ძაღლების მიგრაციას" - აცხადებს მიშა გოგინაშვილი.
მისი განმარტებით, თავშესაფარს არა აქვს ლაბორატორია, სადაც, მაგალითად, აგრესიული ძაღლების დაძინება მოხდება:
,,გვითხრა, რომ ყოველდღიურად 5-6 ძაღლს უტარებენ ოპერაციას - სტრელიზაციას და კასტრაციას. არის ისეთი ძაღლები, რომლებიც ამ ოპერაციის შემდეგ, მაინც აგრესიულები რჩებიან. ამიტომ, კინოლოგების შეფასებით, ასეთი ძაღლები უნდა დააძინონ. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა თავშესაფარმა მოაწყოს ლაბორატორია, სადაც კინოლოგი ეყოლებათ და ძაღლების დაძინებას გადაწყვეტენ. ჩვენ ამ კუთხით მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ხარჯთაღრიცხვაც წარმოადგინა, თუ სავარაუდოდ რა დაჯდება ასეთი ლაბორატორიის მოწყობა. ჩვენ სხვა გეგმებიც გვაქვს, რაც გრძელვადიანი პერსპექტივაა, მაგრამ ის, რაც უახლოესი დღეების განმავლობაშია გასაკეთებელი, იმაზეც ვისაუბრეთ," - ამბობს მიშა გოგინაშვილი.
კერძოდ, უახლოეს დღეებიდან, გორის თავშესაფრის თანამშრომლები, სპეციალური ფორმებით, მანქანით და ხელსაწყოებით ივლიან ქალაქში და აგრესიული ძაღლების დაჭერას დაიწყებენ.
მიშა გოგინაშვილი აცხადებს, რომ საკრებულო რეგულაციების თაობაზე, შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მაგალითად, იმაზე უკეთესს, ვიდრე ხაშურის მუნიციპალიტეტს აქვს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, თუ რა რეგულაციები არსებობს ხაშურში.
,,რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახეთ ხაშურის მაგალითი, ჩვენი იურისტები უკვე იწყებენ ამ რეგულაციებთან დაკავშირებით, პროექტის მომზადებას. გვინდა, რომ უფრო უკეთესი რეგულაციები შემოვიღოთ" - განმარტავს გოგინაშვილი.
თამარ აფციაურმა აღნიშნა, რომ ქალაქ გორში ძაღლების მიგრაცია გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. პირველ რიგში იმით, რომ სხვადასხვა რაიონიდან ძაღლებს ქალაქში უშვებენ, განსაკუთრებით, ეს გორის რაიონის მოსახლეობას ეხება. ძაღლების დიდი რაოდენობის გამო, ყველა მათგანის მოთავსება თავშესაფარში ვერ ხერხდება.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани