Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
გორის დიდ ქუჩებს პარლამენტარისა და მისი მეუღლის კომპანიები აკეთებს
აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერები მოიგეს. ამათგან, ერთი ეკუთვნის პარლამენტარს, გორის მაჟორიტარ დეპუტატს იოსებ მაკრახიძეს, ხოლო მეორე კომპანია - მის მეუღლეს, ციცინო კალანდაძეს. მეწილეები ოჯახის სხვა წევრები არიან.

ჯამში, მეუღლეების კომპანიების წყალობით, გორის მერიამ დანაზოგის სახით 236 694 ლარი მიიღო. ნინოშვილისა და სამების ქუჩების რეაბილიტაცია სულ 1 მლნ 484 773 ლარი ჯდება

ნინოშვილის ქუჩა, დოკუმენტაციის მიხედვით, 1 კმ 072 მ სიგრძისაა, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ტროტუარების და ცხაურების მოწყობა, ეზოებში შესასვლელებთან ასფალტის დაგება, საგზაო ნიშნების დაყენება და ქვეითთა გადასასვლელების მოწყობა.

ამ მასშტაბურ სამუშოებს შპს ,,შარა“ ასრულებს. მან გასამარჯვებლად 894 773 ლარი მიუთითა. 196 414 ლარით ნაკლები, ვიდრე ეს ,,სატენდერო წინადადებაში“ იყო გათვალისწინებული. მერიას ამ გზის მოასფალტების მიზნით, 1 მლნ 091 187 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. ამ თანხის დაახლოებით 66% რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.

ნინოშვილის ქუჩა

სამების ქუჩა ოფიციალურად, ამ ქუჩას სამების ქუჩას უწოდებენ, რადგან ის კვერნაკის დასხლებაში სამების ეკლესიასთან მიდის. სასაფლაოებთან მისასვლელ გზას შპს ,,იბოლია“ ასრულებს. ამ გზის სიგრძე 744 მ-ია.

პროექტის მიხედვით, ახალი გზა დაიგება სტალინის გამზირიდან პეტრიაშვილის ქუჩამდე. ,,იბოლია’ ვალდებულებას იღებს, რომ ეზოებში შესასვლელებთანაც დააგოს ასფალტი, ნაცვლად ბეტონის ფილებისა. ამ შემთხვევაში, ქვეითთა გადასასვლელები არაა გათვალისწინებული.

საწყისი ღირებულება 630 280 ლარი იყო. ,,იბოლიამ“ გასამარჯვებლად 590 000 ლარი მიუთითა. 40 280 ლარით ნაკლები.

რაც შეეხება მესამე, თბილისის ქუჩას, ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

სამების ქუჩა



გადანაწილებული ტენდერები ქალაქ გორში

2017 წელს
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებულ დიდ პროექტებზე სამი კომპანიაა გამოკვეთილი. ესენია: ,,შარა" ,,ვერელი პლიუსი" და ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1".  სამივე კომპანიამ ,,წარმატებებს" ჯერ კიდევ 2012 წლამდე მიაღწია.

მათი ხელმძღვანელები მმართველი პარტიების მსხვილი შემწირველები იყვნენ, ტენდერებშიც ,,აქტიურად" მონაწილეობდნენ და ,,იმარჯვებდნენ".

2017 წელს იოსებ მაკრახიძის კომპანია შპს ,,იბოლია" გორის ბაზარზე თითქმის აღარც ჩანდა. ,,იბოლია" სახელმწიფო საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გადაერთო. სამაგიეროდ, იოსებ მაკრახიძის მეუღლის კომპანია ,,შარა" გამოჩნდა.

რაც შეეხება ,,ვერელი პლიუსს" - მისი მფლობელი გახლავთ აწ უკვე ყოფილი მერის ზურაბ ჯირკველიშვილის სიძე.

,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" - მფლობელი შოთა აბულაძე გახლავთ იოსებ მაკრახიძის ახლობელი, მისი შვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.


შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ,,შარა" და ,,იბოლია" ერთმანეთის კონკურენტები თითქმის არასდროს არიან, რადგან ორივე მათგანს ერთი ოჯახის წარმომადგენლები მართავენ. ეს ორი კომპანია თავს იკავებს ასევე კიდევ ერთ მსხვილ კომპანიასთან, შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-თან ტენდერებში კონკურენტად ,,ჩაჯდომაზე".  მაგალითად, 2016-2017 წლების მონაცემებით, ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" არ ჩანს ქალაქში გამოცხადებულ იმ ტენდერებში, სადაც ,,იბოლია" ან ,,შარა" მონაწილეობს. რაც შეეხება ,,ვერელი +", რომლის ხელმძღვანელი როინ მიხანაშვილი ქალაქის მერის, (2014-2017 წწ) ზურაბ ჯირკველიშვილის ნათესავია, ის ყოველთვის იოსებ მაკრახიძისა და შოთა აბულაძის კომპანიების კონკურენტად ჩნდებოა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020