Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული 4 მამაკაცი მეუღლეთა მოთხოვნით გორის სასამართლომ გაამართლა
გორის სასამართლომ ერთ კვირაში ოთხი პირი გაამართლა, რომელთაც, ოჯახურ ძალადობის მუხლით, ბრალი ჰქონდათ წაყენებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბრალდებულების ინტერესების დამცველებმა განუცხადეს.

მათი განმარტებით, საქმეებში არ არსებობს რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც ჩადენილ დანაშაულს დაადასტურებს.

ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ სახეზეა პირის მიერ ჩადენილი ქმედების არასწორე კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი. 

,,ერთ-ერთ საქმეზე, მაგალითად, მეუღლეებს დავა ჰქონდათ შვილის თაობაზე, კონკრეტულად, ქონების განაწილების კუთხით. ქალმა დარეკა საპატრულო პოლიციაში იმ მიზნით, რომ მეუღლეს რაღაც გარკვეული ქმედება, (არა ცემა) არ განეხორციელებინა. ამ ერთი კონკრეტული ზარის მიხედვით, მამაკაცს, ოჯახური ძალადობის მუხლით, წაუყენეს ბრალი, რაც საკმაო შეუსაბამობა იყო რეალურად არსებულ სიტუაციასთან," - აცხადებს ნოდარ ცინცაძე. 

იგივეს აცხადებს ადვოკატი ნინო შავშვილი, რომლის კლიენტი, გამამართლებელი განაჩენით, გათავისუფლდა.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა ია მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ბრალდებულ ქმრებს დამცველებად ისევ ცოლები ევლინებიან: ,,ბატონო მოსამართლე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ცოლები თავიანთ ქმრებს აღარ უჩივიან სასამართლო პროცესზე განხილვის დროს." - განაცხადა ია მეფარიშვილმა.

გორის სასამართლოში, 2018 წლის  12 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, 16 მამაკაცი, ოჯახის წევრის ცემისა და ძალადობის ბრალდებით, წარდგა. უმრავლესობას გირაო აქვს შეფარდებული.

იურისტების აზრით, პრაქტიკაში ოჯახში ძალადობა კვლავ აღიქმება მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ, რომელიც უფრო ლმობიერ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე იმავე სიმძიმის სხვა დანაშაულები.

,,სასამართლოები კვლავ ხარვეზებით მოქმედებენ და ზოგჯერ ბრალდებულებს უფარდებენ დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს. წინა საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არასათანადო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე." - აღნიშნულია საქართველოს იურისტთა ასოციაციის ანგარიშში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020